Sliderსაზოგადოება

წერილი კარლ ჰარლცეს, ხელმომწერები: დავით უსუფაშვილი, ნინო ბურჯანაძე, დავით ბაქრაძე, კაკო ასათიანიი, მიხელ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი

ყოფილი პრეზიდენტების და პარლამენტის თავმჯდომარეების წერილი ევროკავშირის 27 ლიდერს – გავრცელებული ინფორმაციით დოკუმენტი გიორგი მარგველაშვილმა კარლ ჰარლცეს ჩააბარა.

წერილს ხელს აწერენ: დავით უსუფაშვილი, ნინო ბურჯანაძე, დავით ბაქრაძე, კაკო ასათიანიი, მიხელ სააკაშვილი და გიორგი მარგველაშვილი.

“პირველად შედგა საქართველოში, რომ 2016 წლამდე მოქმედი ყელა უმაღლესი თანამდებობის პირი აწერს ამ პოზიციას ხელს. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ასეთი პოზიციების დაფიქსირება, დაფიქსირება იმ წერტილების, სადაც ჩენ ჩვენი განსხვავების მიუხედავად, ერთნაირები ვართ. მე დავინახე სამი შესაძლებლობა ამ მიმართულებით. პირველი, ეს იყო საზოგადოებრივი პოზიციის გამოხატვა და ეს გამოხატული იქნა გუშინწინ ზეაღმატებული ფორმით და მეორე იყო ამ წერილზე, ასე ვთქვათ, პოლიტიკური კლასის, ყველაზე მაღალი თანამდებობის პირების ერთიანობის გამოხატვა და ეს გამოიხატა 2016 წლამდე ჩათვლით და მესამე, ჩემი აზრით, არის პოლიტპატიმრების გამოშვება. მარტივად რომ ვთქვა, სააკაშვილის გაშვება სამკურნალოდ და გვარამიას გამოშვება. ეს პუნქტში ჯერ კიდევ შესაძლებელია რომ შესრულდეს. აი, ამ პაკეტით თუ 24-მდე ჩვენ წარვდგებით, აი, ამ ფორსმაჟორულ სიტიაციაში კიდევ არის შანსი გამოსწორების, – აცხადებს მარგველაშვილი.

ევროკავშირში გასაგზავნი წერილი მეოთხე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილსაც გადაუგზავნა, თუმცა პრეზიდენტის წარმომადგენელმა მას უასპუხა, რომ მსგავსი შინაარსის წერილი ზურაბიშვილმა ევროკავშირს უკვე გაუგზავნა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close