ეკონომიკა

ძველი ბინების გაყიდვა შესაძლოა, შემცირდეს

დეველოპმენტის სექტორის მხარდაჭერის სახელმწიფო გეგმის პირობებში, მოსალოდნელია გაყიდვებში ძველი ბინების წილის კლება.
ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული.
„2020 წლის მაისში 434 მლნ ლარის მოცულობის დეველოპმენტის სექტორის მხარდაჭერის სახელმწიფო გეგმა დაანონსდა:
70 მლნ ლარი – 200,000 ლარამდე ახალი ბინის შეძენისას 5 წლის მანძილზე იპოთეკური სესხის 4%-ის სუბსიდირება;
14 მლნ ლარი – 5 წლის მანძილზე სახელმწიფო გარანტია იპოთეკური სესხების 20%-ის ოდენობით, 200,000 ლარამდე სესხებზე, არანაკლებ 10% თანამონაწილეობით;
150 მლნ ლარი – დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი უძრავი ქონების შესყიდვას;
200 მლნ ლარი – საცხოვრებელი უძრავი ქონების პროექტის დასრულების გარანტია, ფართის <30%-ზე, არარეალიზებული ფართის 3 წლის მანძილზე შესყიდვის პირობით,“-აღნიშნულია კვლევაში.
მათივე ცნობით, იპოთეკის პროცენტის 70 მლნ ლარით 5 წლის მანძილზე სუბსიდირება დაახლოებით, 450 მლნ ლარის იპოთეკის გაცემას უწყობს ხელს. ამასთან, მოსალოდნელია ბენეფიციარებს შორის მოხვდნენ მომხმარებლები, ვინც ისედაც აპირებდა ბინის შეძენას. „თიბისი კაპიტალის“ მოლოდინით მთავრობის ღონისძიებების წმინდა ეფექტი გაყიდვებს დაახლოებით, 10%-ით წაახალისებს.

bpn.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close