პოლიტიკა

ძალიან გაინტერესებთ, მაგრამ უნდა გაგიწბილოთ იმედები – ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მმართველ გუნდს მოუწოდებს, დანიშნონ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებენ.

„დანიშნონ ხვალ რიგგარეშე სესია და ვუყაროთ კენჭი საკონსტიტუციო ცვლილებებს“, – აღნიშნა ვაშაძემ.

მან ისაუბრა ოპოზიციის სტრატეგიაზეც:

„ჩვენი გეგმა გამარჯვებაზე, ხალხის ნება-სურვილზეა ორიენტირებული და მრავალკომპონენტიანია, ვიცი რომ ძალიან გაინტერესებთ, მაგრამ უნდა გაგიწბილოთ იმედები, ამ გეგმას დღეს ვერ წარგიდგენთ. მრავალკომპონენტიან გეგმაზე როცა ვსაუბრობ, ეს არის გეგმა, როგორც სამოქალაქო პროტესტი, ასევე საკანონმდებლო პაკეტი“.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close