პოლიტიკა

„ძალიან ბევრ ოჯახს უჭირს ჩვენს ქალაქში და თვითკმაყოფილი ვერ ვიქნები, სანამ თუნდაც ერთ ადამიანს დასჭირდება ჩვენი და პირადად ჩემი დახმარება“

დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თბილისი არის უფრო მწვანე, უფრო ლამაზი, უფრო ჯანსაღი და ლამაზი ქალაქი, ვიდრე იყო 4 წლის წინ და ეს ჩვენ ყველამ ერთად შევძელით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ დედაქალაქის წინაშე კიდევ ბევრი გამოწვევა დგას.

„ცხადია, თბილისს ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს დასაძლევი. ძალიან ბევრ ადამიანს, ძალიან ბევრ ოჯახს უჭირს ჩვენს ქალაქში და თვითკმაყოფილი ნამდვილად ვერასოდეს ვიქნები, სანამ სოციალური ფონი არსებითად არ გაუმჯობესდება და სანამ თუნდაც ერთ ადამიანს დასჭირდება ჩვენი და პირადად ჩემი დახმარება“, – განაცხადა კალაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close