პოლიტიკა

ძალადობის „გაპრავებაზე“ რომ არიან გადასულები, ისიც მოიკითხონ, ასეთ დაწვებსა და ძალადობებს ევროპაში რა შედეგები მოჰყვება – მდინარაძე

მხოლოდ დაწვაზე, ძალადობაზე და ძალადობის „გაპრავებაზე“ რომ არიან გადასულები, ისიც მოიკითხონ, ასეთ დაწვებსა და ძალადობებს ევროპაში რა შედეგები მოჰყვება ხოლმე და ხომ არ არის ჩვენი კანონმდებლობა და მიდგომები უფრო ჰუმანური, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„მხოლოდ ერთი ადამიანია დაკავებული. გამოძიება გრძელდება, გასაგებია და ალბათ რაღაც სხვა შედეგებიც იქნება. მაგრამ როგორ აპატიმრებენ ასობით ადამიანს კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულისთვის ასეთი ქმედებების ჩადენის დროს ესეც მოიკითხონ და ნახევარ ინფორმაციას ნუ აწვდიან საზოგადოებას. ასევე, თავი დაანებონ ძალადობის გამართლებას. ისინი ცდილობენ გაამართლონ ადამიანი, რომელსაც ბრალი ედება პოლიციელის ცოცხლად დაწვაში. ამ ადამიანის გამართლებასაც კი კადრულობენ, იმის მაგივრად, რომ გაემიჯნონ ამ ყველაფერს. არ გამოვა ძალადობის გამართლება. არც ის ძალადობა მართლდება, ქვეყანაზე, ქართულ საზოგადოებასა და ქართველ ხალხზე რომ განახორციელეს მათ წლების განმავლობაში და არც ის ძალადობა, რომელიც შემცირებული რესურსებით, მაგრამ მაინც ცდილობენ განახორციელონ ქართული საზოგადოებისა და ქართველი პოლიციელების წინააღმდეგ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძე.

ეს კომენტარი მან გივი თარგამაძის შემდეგ განცხადებაზე გააკეთა: „მარტის პროტესტის დროს ამბობდნენ, პოლიციის მანქანა როგორ დაწვესო, იმ დღეებში ნახევარი პარიზი გადაწვეს პენსიების გამო, ამაში არაფერია საშინელი, მატრაკვეცული მიტინგები შედეგს არ მოიტანს“.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close