პოლიტიკა

ცეცხლით და მახვილით დავიცავთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის მშვიდობას – ღარიბაშვილი

„საქართველოს მომავალი არის ევროპული, ჩვენი ქვეყნის მომავალი არის პროგრესული და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი პროგრესი მოვუტანოთ ჩვენს ხალხს, მეტი განვითარება მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას. გარწმუნებთ, მთელი ჩვენი გუნდი, მთელი „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ამაში ხელს ვერავინ შეგვიშლის, თუ ვინმე გაბედავს რაიმე სახის დესტაბილიზაციას, ჩვენ ყველა კანონიერი საშუალებით დავიცავთ ჩვენი ხალხის მშვიდობას და კეთილდღეობას. ცეცხლით და მახვილით დავიცავთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის მშვიდობას, ამაში ეჭვი არავის შეეპაროს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button