მსოფლიო

„ჩვენ გვემუქრება მძიმე დაავადება, რომელიც ხელოვნურად გაავრცელეს ბათუმში”

მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, ბათუმში კორონავირუსი ხელოვნურად გაავრცელეს.
„დღეს ჩვენ გვემუქრება ძალიან მძიმე დაავადება, რომელიც აბსოლუტურად ხელოვნურად გაავრცელეს ბათუმში, როდესაც ყველაზე დაავადებული ქვეყნიდან ხელოვნურად შემოიყვანეს დიდი რაოდენობით ე.წ. დამსვენებლები. ჩვენ გვემუქრება ჩვენი ჯანმრთელობის განადგურება, ტურისტული ინდიუსტრიის, ჩვენი ეკონომიკის, თითოეული თქვენგანის კეთილდღეობის განადგურება, მაგრამ ყველაფერი ეს შემობრუნდება 31 ოქტომბერს იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ზუსტი გეგმა. თქვენი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში იქნება ლევან ვარშალომიძე, ადამიანი, რომელიც აქამდე იყო უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი. მან მიატოვა ეს ყველაფერი იმისათვის, რომ დაუბრუნდეს მშობლიურ ადგილს და დაასრულოს ის პროექტი, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად დავიწყეთ. გავა 500 წელი და ყველას ემახსოვრება, რომ ამ ხალხმა, ლევან ვარშალომიძემ და თითოეულმა თქვენგანმა შექმნა აჭარის ის სასწაული, რომელმაც გააოცა მთელი მსოფლიო“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close