საზოგადოება

ჩვენც ამას ვითხოვთ წლებია – შალვა ნათელაშვილი ბანკზე თავდამსხმელის მოთხოვნებს გამოეხმაურა

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილი თავდამსხმელის მოთხოვნებს გამოეხმაურა:

„ჩვენც ამას ვითხოვთ წლებია.
1. აზარტული თამაშების აკრძალვას
2.ბანკებში სესხის წლიური
მაქსიმალური ზღვარი 7 პროცენტი
3.პანსიონერებისთვის წამლები ხელმისაწვდომ ფასებში.
მოვუწოდებ ხელისუფლებას დააკმაყოფილოს მძარცველის მოთხოვნები“ – წერს შალვა ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ლევან ზურაბაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ, თბილისში, წერეთლის 12 ნომერში მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და 9 ადამიანი მძევლად აიყვანა, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაშია.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეომასალა, სადაც ის საკუთარ მოთხოვნებზე საუბრობს და აცხადებს, რომ სურს, საქართველოში აიკრძალოს ყველანაირი აზარტული თამაში, ბანკებმა სესხი, წლიურად 7%-ში გასცენ და მედიკამენტებზე ფასები შემცირდეს.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close