Sliderსაზოგადოება

ჩვენი საქორისთავი გაცოცხლებას და განახლებას ელოდება, ასე დაიწყო ყველაფერი და აქამდე მივედით… წინ კიდევ ბევრი საქმეა – ბადრი ჯინჭარაძე

ძალიან ბევრი ოჯახი გამიბედნიერებია და დარჩენილა ჩემი მადლიერი, როგორც კვიპროსში, ისე საქართველოში ჩემი ფანტაზიით და შრომით დადებული შედეგებით. ყველა დამთავრებული პროექტი თუ ნაკეთობა, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული დიზაინის და კონკრეტული ადამიანების გემოვნებაზე მორგებული მიკეთებია, მაგრამ რასაც ახლა შევეჭიდე, ეს პროექტი შეიძლება ითქვას, ჩემს ცხოვრებში უმთავრესი და დამაგვირგვინებელი პროექტია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მამაპაპეულ კერას ვუბრუნდები, მიტოვებულ და ადამიანებისგან დაცლილი კუთხის გაცოცხლებაა ჩემი ჩანაფიქრი. კუთხისა, სადაც ბევრი ლამაზი დღეები და ბავშვობა გაგვიტარებია ბიძაშვილ-მამიდაშვილობას, კუთხისა, რომლის სილამაზე და აქაური ბუნების საოცარი ხიბლი ჩვენი შვილების თაობას აქამდე არ განუცდია...

ბადრი ჯინჭარაძე სოცქსელში წერს:
“ძალიან ბევრი ოჯახი გამიბედნიერებია და დარჩენილა ჩემი მადლიერი, როგორც კვიპროსში, ისე საქართველოში ჩემი ფანტაზიით და შრომით დადებული შედეგებით. ყველა დამთავრებული პროექტი თუ ნაკეთობა, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული დიზაინის და კონკრეტული ადამიანების გემოვნებაზე მორგებული მიკეთებია, მაგრამ რასაც ახლა შევეჭიდე, ეს პროექტი შეიძლება ითქვას, ჩემს ცხოვრებში უმთავრესი და დამაგვირგვინებელი პროექტია.
ჯერ ერთი იმიტომ, რომ მამაპაპეულ კერას ვუბრუნდები, მიტოვებულ და ადამიანებისგან დაცლილი კუთხის გაცოცხლებაა ჩემი ჩანაფიქრი. კუთხისა, სადაც ბევრი ლამაზი დღეები და ბავშვობა გაგვიტარებია ბიძაშვილ-მამიდაშვილობას, კუთხისა, რომლის სილამაზე და აქაური ბუნების საოცარი ხიბლი ჩვენი შვილების თაობას აქამდე არ განუცდია…
ოცნება მისრულდება და უდიდესი სიამაყის გრძნობა მეუფლება, როდესაც ვხედავ როგორ დაეტყო უკვე, ეზომდე მისასვლელი გზით დაწყებული, ჩვენი წინაპრების ნასახლარ კერას ადამიანის ხელი.
ჩვენი საქორისთავი გაცოცხლებას და განახლებას ელოდება. იმედია, მიტოვებული და გატყიურებული კუთხის შვილები მომბაძავენ და თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს გააკეთებენ, სამოთხის მსგავსს ნასახლარებს რომ სიცოცხლე დაუბრუნონ.
ვიცი, რომ დღევანდელ პირობებში, ყველას არა აქვს საშუალება, მსგავსი საქმე წამოიწყოს. არ დავმალავ და ვიტყვი, რომ ამ ჩანაფიქრის განსახორციებლად მეც, იმის ნახევარი სასხრებიც კი არ გამაჩნია, რაც ჩემი გეგმების ბოლომდე მისაყვანადაა საჭირო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უფლის წყალობითა და დახმარებით, ყველა ჩანაფიქრს ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვან სხვებსაც დავეხმარები.
იმედია, მომავალ წელს დასრულებული პროექტის გრანდიოზული და პომპეზური პრეზენტაციის მომსწრენი გავხდებით.
ასე დაიწყო ყველაფერი და აქამდე მივედით…
წინ კიდევ ბევრი საქმეა…..”
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button