Sliderსაზოგადოება

“ჩვენი ზურა რთველიაშვილი ახლა უმძიმეს სენს ებრძვის, უმორჩილესად გთხოვთ, ვინც როგორ შეძლებთ, დავეხმაროთ”

ზურაბ რთველიაშვილის მეგობარი, თამარ ნოსელიძე საზოგადოებას მიმართავს თხოვნით: “მეგობრებო, ვინც იცნობთ, ზურა რთველიაშვილს, ვისაც წაგიკითხავთ მისი პოეზია და დარწმუნებული ვარ, გულგრილი ვერ დარჩებოდით ან ვისაც გაგიგიათ, რომ არსებობს ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანი და უმაგრესი პოეტი, ყველას გთხოვთ, უმორჩილესად გთხოვთ, ვინც როგორ შეძლებთ, დავეხმაროთ… ჩვენი ზურა რთველიაშვილი ახლა უმძიმეს სენს ებრძვის.
ნინო ამირეჯიბი
GE46BG0000000161695587 – საქართველოს ბანკი
GE18TB7722245161600002 – თიბისი ლარი
GE77TB7722236110100006 – თიბისი $”- წერს თამარ ნოსელიძე.

აპოკრიფი
მამაო ჩვენო,
რომელი ხარ ცათა შინა,
კრემატორი ვარ ავსებული ხალხთა ცოდვებით.
მილიარდობით ხსოვნა დავწვი ფოლადის გულში,
რომ დავუბრუნო ცას სპეტაკი მისი ლოცვები.
მამაო ჩვენო,
რომელი ხარ ცათა შინა,
ავტოსტრადა ვარ უსასრულო ჯვარცმული გზების,
პოლიციელი რკინის ფარას ხელკეტით მწყემსავს,
ფარას, რომელიც სავსე არის რკინის მხეცებით.
მამაო ჩვენო,
რომელი ხარ ცათა შინა,
ბუდა ვარ, მშივა, შენი ძე ვარ შენი სიმშვიდე,
გთხოვ, აარიდო განსაცდელი ამ სხეულს წმინდას,
სხეულს, რომელსაც რკინისა აქვს ყველა ნეკნები.
მამაო ჩვენო,
რომელი ხარ ცათა შინა,
ქარხნების ხმაზე წაგიკითხავ აკრძალულ ლოცვებს,
სექტა ვარ, დოლით, წმინდა სექტა და რწმენის ლიფტით
ვმოძრაობ ფრთხილად უნეტარეს შენს სართულებზე.
მამაო ჩვენო,
რომელი ხარ ცათა შინა,
ელმავალი ვარ ავსებული ხალხთა ცოდვებით,
როგორც თეთრეულს აღსარებას გაბარებ წმინდას,
რომ დავუბრუნო ცას სპეტაკი მისი ლოცვები…
ზურაბ რთველიაშვილი

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close