პოლიტიკა

“ჩემი მსხვერპლიც საკმარისია.. მინდა, როგორც თქვენმა ყოფილმა უმაღლესმა მთავარსარდალმა მოგთხოვოთ შეწყვიტოთ შიმშილობა“ – ვის მიმართავს მიხეილ სააკაშვილი

პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” წევრმა, ეკატერინე ხერხეულიძემ მორიგი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მისი მორიგი წერილი გაახმოვანა.

“რომა შამათავა არის საქართველოს ეროვნული გმირი. მინდა კი არ გთხოვოთ, არამედ როგორც თქვენმა ყოფილმა უმაღლესმა მთავარსარდალმა, მოგთხოვოთ, რომ შეწყვიტოთ შიმშილობა. ჩემი მსხვერპლიც საკმარისია ამ ეტაპზე. ძმური სიყვარულით, მიხეილ სააკაშვილი,” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

„გავიგე, რომ საპატიმროში მყოფი სამხედროები შიმშილობენ ჩემთან სოლიდარობის ნიშნად. ისიც გავიგე, რომ სულ მცირე ერთი მათგანის, რომან შამათავას მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. შამათავა არის საქართველოს ეროვნული გმირი. მინდა, კი არ გთხოვოთ, არამედ როგორც თქვენმა ყოფილმა უმაღლესმა მთავარსარდალმა მოგთხოვოთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ შიმშილობა. ჩემი მსხვერპლიც საკმარისია ამ ეტაპზე. ძმური სიყვარულით, მიხეილ სააკაშვილი“, – აღნიშნულია სააკაშვილის წერილში.

ამ დროისთვის, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობენ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button