საზოგადოება

ჩემდა სამწუხაროდ ამერიკა რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში ამ ომს რუსეთთან აგებს – გაბუნია

მესმის, რომ კეთილი მიზნებით კეთდება, როდესაც აშშ აფინანსებს პროგრამებს, ეს მოსამართლეები მიდიან, იქ სეირნობენ და ერთობიან ფაქტობრივად ესე გამოდის, იმიტომ, რომ ქმედით შედეგს ვერ ვხედავთ ჩვენ მათ გადაწყვეტილებებში. ამიტომ,  ისინი კი არ ასეირნონ ამერიკაში და ვითომ რაღაც ასწავლონ, იმიტომ, რომ ისინი ვერაფერს ვერ სწავლობენ, არც უნდათ არაფრის სწავლა, არამედ დაასანქცირონ, შეზღუდონ, მათ უნდა იცოდნენ, რომ ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ისჯება

მე მინდა, რომ აქ ბრძოლა და ეს ომი მოიგოს აშშ-მ, იმიტომ, რომ უნდა ვთქვა და ამას ვეტყვი კელი დეგნანსაც, რომ ჩემდა სამწუხაროდ ამერიკა ამ რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში ამ ომს რუსეთთან აგებს – ამბობს გიორგი გაბუნია აშშ-ს საელჩოში გამართული შეხვედრის წინ.

კრიტიკული მედიის წარმომადგენლები კელი დეგნანს ხვდებიან. როგორც ისინი ამბობენ, დიპლომატთან ექნებათ თხოვნა, უფრო მეტად იყოს ჩართული და აქტიური ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში გადაწყვეტაში, როგორიც კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებებია. გიორგი გაბუნიას თქმით, საჭიროა ისეთი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, როგორიცაა სანქციების გამოყენება. მისივე თქმით, აშშ-ს აქვს ბერკეტი და შეუძლია ნიკა გვარამიას გათავისუფლება მისი პოლიტიკური განაჩენის შემდეგ:

“მესმის, რომ კეთილი მიზნებით კეთდება, როდესაც აშშ აფინანსებს პროგრამებს, ეს მოსამართლეები მიდიან, იქ სეირნობენ და ერთობიან ფაქტობრივად ესე გამოდის, იმიტომ, რომ ქმედით შედეგს ვერ ვხედავთ ჩვენ მათ გადაწყვეტილებებში. ამიტომ,  ისინი კი არ ასეირნონ ამერიკაში და ვითომ რაღაც ასწავლონ, იმიტომ, რომ ისინი ვერაფერს ვერ სწავლობენ, არც უნდათ არაფრის სწავლა, არამედ დაასანქცირონ, შეზღუდონ, მათ უნდა იცოდნენ, რომ ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ისჯება.

მე მინდა, რომ აქ ბრძოლა და ეს ომი მოიგოს აშშ-მ, იმიტომ, რომ უნდა ვთქვა და ამას ვეტყვი კელი დეგნანსაც, რომ ჩემდა სამწუხაროდ, ამერიკა ამ რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში ამ ომს რუსეთთან აგებს და ეს არა არის მხოლოდ ჩვენი სისუსტის ბრალი, ეს არის აშშ-ს ბრალიც. თუ მათ აინტერესებთ და უნდათ ეს რეგიონი და საქართველო იყოს მათ გვერდით, მაშინ ეს გააკეთონ, გაიმარჯონ ამ ომში საქართველოშიც, როგორც ცდილობენ რომ გაიმარჯვონ უკრაინაში და ნიკა გვარამიას თავისუფლება იქნება ერთ ერთი პირველი და დიდი ნაბიჯი ამ გამარჯვების” ამბობს გიორგი გაბუნია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close