Sliderპოლიტიკა

ჩარკვიანი მელიას: “გამოცდა ვერ ჩააბარე, აუცილებლად გასწავლი, რომ საქართველოსთვის გამოცდა რუსთაველზე ბარდება”

შენ, ჩემო მომავალო თბილისის მერო დღეს, აი, აქ უნდა მდგარიყავი და შენ გამოცდა ვერ ჩააბარე, – ასე მიმართა “სახალხო მოძრაობის” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, თბილისის მერობის კანდიდატს ნიკა მელია.

ჩარკვიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე ნიკა მელია არ მივიდა ის, 14 ოქტომბერს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ აქციაზე, აუცილებლად მივა.

“თბილისის მერობა გადაწყვიტე და აქ უნდა იყო, აქ უნდა ყოფილიყავი. მე შენ განზრახ აღარ დაგირეკე. აქედან მოგმართავ, ეს არის ჩემი გამოცდა შენდამი, შენს მამას თბილის ქალაქში 100-იანზე აქვს გამოცდა ჩაბარებული, შენ ჯერ არ ჩაგიბარებია. მინდა, რომ 30 ოქტომბრამდე მაგრად ჩააბარო, თორემ თბილისმა 2-იანის დაწერა იცის. მე გეუბნები ამას შენ – ზუსტად ისე მინდა ჩააბარო გამოცდა, როგორც უმაგრესმა ანზორ მელიამ ჩააბარა ეს გამოცდა თბილისელებთანაც, ზუგდიდელებთანაც და მთელ საქართველოსთან. და მაინც, პრევენციულად გეუბნები ამ შენიშვნას – შენ, ჩემო მომავალო თბილისის მერო დღეს აი აქ უნდა მდგარიყავი და შენ გამოცდა ვერ ჩააბარე, მაგრამ მე 14 ოქტომბერს აუცილებლად მოვალ და გასწავლი, რომ საქართველოსთვის გამოცდა რუსთაველზე ბარდება”, – განაცხადა ჩარკვიანმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close