საზოგადოება

“ჩაიხედეთ სარკეში” – ანა ნაცვლიშვილი

ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ტრიბუნაზე სარკე დადგა და გასაუბრებაზე მისულ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გენედი მაკარიძეს და უმრავლესობის დეპუტატებს სარკეში ჩახედვისა და საკუთარი თავის დანახვისკენ მოუწოდა.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია ნინო სანდოძე, რომელიც 2012 წლამდეც მოსამართლე იყო და არც ერთი გამამართლებელი განაჩენი მას არ აქვს, მაგრამ არც მას და არც ირაკლი კობახიძეს ამ ფაქტის არ რცხვენიათ, რადგან კობახიძე იტყვის, რომ მანამდე მიკერძოებული იყვნენ და ახლა სანდოძე გამოსწორდა.

ქვეყანაში ძალიან დიდი უსამართლობა ტრიალებს, რომელსაც გამომძიებელი და მომკითხავი არავინ ჰყავს. რამდენიმე დღის წინ ადამიანს გული გაუსკდა და გუშინ ამის ჩანაწერები გამოქვეყნდა. ეს იმის გამო ხდება, რომ თქვენ, თქვენი გაგებით პატიოსნად მოსამართლეობთ, ხოლო სინამდვილეში ძალიან დიდ სიყალბეში მონაწილეობთ, რაც აუცილებლად გასკდება და მსხვერპლად მოჰყვებით. არ მინდა, რომ არც მსხვერპლი იყოთ და არც ჯალათი! თქვენი ბედი კომიტეტზე გასაუბრების შედეგად კი არ გადაწყდება, არამედ გადაწყდება პოლიტიკურ კულუარებში“, – მიმართა ანა ნაცვლიშვილმა გენადი მაკარიძეს, რის შემდეგაც კომიტეტის სხდომა დატოვა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button