სამართალი

შსს – ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოვლენილია 700-მდე ე.წ. „ბოტის“ აქტიურობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს:

„გუშინ, 5 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას მიაწოდა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით შუალედური ინფორმაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე განცხადების გამოქვეყნებისთანავე, ე.წ. „ბოტები“ გააქტიურდნენ. კერძოდ, ე.წ. „ბოტები“ გამოხატავდნენ გაბრაზების რეაქციებს გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე. ამ დროის მონაცემებით, სულ დაფიქსირებულია 700-მდე ე.წ. „ბოტის“ აქტიურობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე გუშინ დაფიქსირებულ ე.წ. “ბოტებს“ საცხოვრებელ ადგილად ძირითადად მითითებული აქვთ ინდოეთი და აზიის სხვა ქვეყნები. მათ შორის არიან, მაგალითად: „იტზ ვაიშუ პატილ”, “სანჯუ საჯი”, “რაუს პალ” და სხვა.

გარკვეული ჯგუფები საკუთარი ინტერესების გამო, ე.წ. „ბოტების“ გამოყენებით ცდილობენ საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენას და გამოძიების მიმდინარეობის დისკრედიტაციას“. – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close