პოლიტიკა

შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას “ტვიტერში” ეხმაურება

შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი იგნასიო კასისი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

იგნასიო კასისი აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე საქართველოსა და შვეიცარიის ბრწყინვალე ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონული საკითხები განიხილეს.

`გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.

მთავარი განსახილველი საკითხების ჩამონათვალი მოიცავდა: ჩვენს ბრწყინვალე ორმხრივ ურთიერთობებს და რეგიონულ საკითხებს, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომს, ევროპის უსაფრთხოებას, ენერგეტიკულ კრიზისს და შვეიცარიის მანდატს საქართველოსა და რუსეთს შორის დამცველი ძალის რანგში”,-აღნიშნავს შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button