მსოფლიო

შვედეთის პოლიციამ პრემიერ-მინისტრის სახლში არალეგალი მიგრანტი დააკავა

შვედეთის პოლიციამ პრემიერ-მინისტრის სახლში არალეგალი მიგრანტი დამლაგებელი დააკავა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ინციდენტი 21 დეკემბერს მოხდა, როდესაც შვედეთის პრემიერ-მინისტრის, მაგდალენა ანდერსონის სახლში, რომელიც სტოკჰოლმთან ახლოს მდებარეობს, სიგნალიზაცია ამუშავდა.

ადგილზე მისულმა პოლიციამ აღმოაჩინა, რომ დამლაგებელი ქალი ნიკარაგუელი არალეგალი მიგრანტი იყო, რომლის დეპორტაციის ბრძანება იყო გაცემული. 20 წლის დამლაგებელი პოლიციამ შვედეთის საიმიგრაციო სამსახურში გადაიყვანა.

მომხდარის გამო, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კონტრაქტი გაწყვიტა დასუფთავების კომპანიასთან, რომლის თანამშრომელიც ნიკარაგუელი ქალი იყო.

მაგდალენა ანდერსონი პირველი ქალია, რომელიც შვედეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებს. მან ერთ-ერთ პრიორიტეტად არალეგალურ დასაქმებასთან ბრძოლა დაისახა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button