„შენ ცოცხლად მოსიარულე ლეშს ჩემი მკვდარი ძმა ჯობია” – გიორგი შაქარაშვილის და ვახო ახვლედიანს მიმართავს
გიორგი შაქარაშვილის მეგობარი ვახო ახვლედიანი ჩვენებას ცვლის. პირველი ჩვენებისგან განსხვავებით, ამჯერად ის ამტკიცებს, რომ თავდამსხმელების მიზანი მისი და გიორგი შაქარაშვილის ცემა არ ყოფილა. ახვლედიანის მიერ ჩვენების შეცვლას “ფეისბუქის” პირად გვერდზე, გარდაცვლილი ფეხბურთელის და, ანი შაქარაშვილი ეხმაურება:
“პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეს ნაგავი ახვლედიანი გიოს ძმაკაცი არ ყოფილა არასდროს. ალბათ ყველა კარგად დააკვირდით კადრებში, თუ როგორ ცდილობს გიო მის დაცვას და ეს ნაძირალა კი, რომელიც “დაზარალებულად” არის ცნობილი პირველ ჩვენებაში ამტკიცებს, რომ გინებით მისდევდნენ მასაც და გიოსაც მკვლელები, ხოლო ახლა ეს ლაჩარი ცვლის ჩვენებას და ამტკიცებს, რომ თურმე საცემად არ მისდევდნენ. თუ მართლა ასე იყო, რისთვის იჯექი ბუჩქებში კურდღელივით განაბული. ბუჩქებში კი არა შენი ადგილი მკვლელების გვერდით არის საკანში. შენ ცოცხლად მოსიარულე ლეშს ჩემი მკვდარი ძმა ჯობია”, – წერს ანი შაქარაშვილი.
ცნობისთვის, 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე 17 პირია დაკავებული.