Sliderსაზოგადოება

„შემზარავია, როდესაც მესმის ოპოზიციის მხრიდანაც იმაზე საუბარი, რომ აი, თქვენ არ იცით, რა მოხდება, რას დავატრიალებთ” – ედუარდ სააკაშვილი

„მიშამ მთხოვა განმარტება გამეკეთებინა, რომ მისი ვაჟი სრულწლოვანი ადამიანია, თავისი აღქმები და პოზიციები აქვს" - ნიკა გვარამია

მიხეილ სააკაშვილის ვაჟის, ედუარდ სააკაშვილის თქმით, ოპოზიციაში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ გარკვეულ ჯგუფებს შესაძლოა ერჩივნათ, მიხეილ სააკაშვილი ცოცხალი არ ყოფილიყო.

მისი თქმით, ნებით თუ უნებლიეთ ვიღაცებს მოთხოვნილება უჩნდებათ, რომ მიხეილ სააკაშვილი მართლა მოკვდეს.

„შემზარავია, როდესაც მესმის ოპოზიციის მხრიდანაც იმაზე საუბარი, რომ აი, თქვენ არ იცით, რა მოხდება, რას დავატრიალებთ. ფაქტობრივად, ნებით თუ უნებლიეთ ვიღაცებს მოთხოვნილება უჩნდებათ, ეს მართლა რომ მოკვდეს, მაგარ რაღაცებს გავაკეთებთო. არავითარ კონსპირაციას არ ვამბობ, უბრალოდ, თუნდაც ტელევიზიიდანაც ისე ჩანს, რომ ვიღაცებში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ შესაძლოა, მართლა ურჩევნიათ მკვდარი, ვიდრე – ცოცხალი“, – აცხადებს ედუარდ სააკაშვილი.

რაც შეეხება პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის პოზიციას, მან შვილის ინტერვიუს შესახებ განმარტება ნიკა გვარამიას დააბარა.

„მიშამ მთხოვა განმარტება გამეკეთებინა, რომ მისი ვაჟი სრულწლოვანი ადამიანია, თავისი აღქმები და პოზიციები აქვს და ამას აფიქსირებს მამასთან შეთანხმების გარეშე. თვითონ არ მიიჩნევს და ვერ ხედავს ადამიანებს, რომლებიც მისი სიკვდილის ფასად რამე სიკეთის მიღწევას უშვებდნენ ან აქ ჩამოიყვანეს იმიტომ, რომ მომკვდარიყო და რაღაც ზიანი მიეყენებინათ ხელისუფლებისთვის. ეს მისი პოზიცია არ არის“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close