საზოგადოება

,,შარშან, 2 დეკემბერს, კობა დავითაშვილი დაიღუპა” – გია აბაშიძე

დღეს, 2 დეკემბერს განსასჯელის სკამზეა სისხლიანი რეჟიმის მთავარი შემოქმედი, მიხეილ სააკაშვილი

,,შარშან, ზუსტად 2 დეკემბერს, კობა დავითაშვილი დაიღუპა. ის გახლდათ საქართველოს ხალხის პარტიის ლიდერი, პარლამენტის ოთხი მოწვევის დეპუტატი. კობა დავითაშვილი ჯალათი ნაცრეჟიმის მიერ სასტიკად იყო ფიზიკურად და მორალურად განადგურებული და შერყეული ჯანმრთელობით დიდხანს ვერ იცოცხლა.’’ – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

როგორც ანალიტიკოსი წერს – ექს-პრეზიდენტის მიმდევრების მიერ მისი კრიმინალური საქმეების ჩამონათვალის გაუბრალოების მცდელობა ფუჭია.

,,შარშან, ზუსტად 2 დეკემბერს, კობა დავითაშვილი დაიღუპა. ის გახლდათ საქართველოს ხალხის პარტიის ლიდერი, პარლამენტის ოთხი მოწვევის დეპუტატი. კობა დავითაშვილი ჯალათი ნაცრეჟიმის მიერ სასტიკად იყო ფიზიკურად და მორალურად განადგურებული და შერყეული ჯანმრთელობით დიდხანს ვერ იცოცხლა.
ნიშანდობლივად სიმბოლურია, რომ დღეს, განსასჯელის სკამზეა სისხლიანი რეჟიმის მთავარი შემოქმედი, მიხეილ სააკაშვილი.
რა ტრაგედიაა, რომ კობა დავითაშვილის ერთ-ერთი შვილი, თორნიკე სააკაშვილის ნათლულია. ექს-პრეზიდენტის მიმდევრების მიერ მისი კრიმინალური საქმეების ჩამონათვალის გაუბრალოების მცდელობა ძალიან ფუჭია. კანონი და სამართალი აუცილებლად ბოლომდე იტყვის თავის სათქმელს სააკაშვილთან მიმართებაში. ‘’ – წერს ანალიტიკოსი facebook – ზე

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close