პოლიტიკა

“ყოფილი დიქტატორი იტყუება” – მათიკაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. “პიჯაკების საქმე” რეალურად სააკაშვილის მიერ ბიუჯეტის ფულის გაფლანგვას გულისხმობს. მათიკაშვილის თქმით, მესამე პრეზიდენტმა ბიუჯეტის ფული საკუთარი პირადი საჭიროებისთვის გამოიყენა.

მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს,  ერთი ქილა კონსერვის მოპარვისთვის, წლობით პატიმრობას უსჯიდნენ ჩვენ თანამოქალაქეებს, მიხეილ სააკაშვილი კადრულობს და ამ ყველაფერს პიჯაკების საქმეს უძახის. ჯიბეში მან საკუთარ  თანამოქალაქეებს ჩაუყო ხელი, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეების მიერ გადახდილი თანხებიდან მოახდინა საკუთარ საჭიროებებზე ამ ფულის დახარჯვა. მის ტყუილებს მოკლე ფეხები აქვს, ყოფილი დიქტატორი იტყუება”, – აცხადებს მათიკაშვილი.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close