პოლიტიკა

ყველა პოლიტიკური თემა უინტერესოა იმ ფონზე, როდესაც სააკაშვილი კვდება – ეკა ხერხეულიძე

„არანაირი პოლიტიკური თემა არ მაინტერესებს, იცით რატომ? უინტერესოა ამ ფონზე, როდესაც ადამიანი კვდება.  სააკაშვილის სახელით სპეკულირება ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერი კუთხით არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩემთვის. იყო მიუღებელი ყველა პროცესის დაწყებამდე დასაბამიდან, როდესაც ამას საფუძველი ეყრებოდა ბევრი თვის წინ და ახლაც იმავეს ვფიქრობ.

მინდა გადარჩეს ადამიანი. ყველას გვეყოს გონიერება, ყველას გვეყოს ადამიანობა, მოვძებნოთ საკუთარ თავებში ძალები იმისთვის, რომ ეს ადამიანი გადავარჩინოთ. მე მინდა ეს და ვისაც სხვა რამის სურვილი აქვს ისაუბროს იმ საკითხებზე, ჩემთვის არის ყველაფერი დანარჩენი ამ ეტაპზე უინტერესო“, – აცხადებს ეკა ხერხეულიძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close