Sliderსხვადასხვა

“ღარიბაშვილი არ იყო ჩემთვის ავტორიტეტი, ღარიბაშვილი არ იყო ფინანსისტი” – ბერმუდის სასამართლოსთვის ივანიშვილის მიერ მიცემული ჩვენება გავრცელდა

"სასამართლოს წესებით, პროცესის მიმდინარეობისას, ნებისმიერი ფოტო და ვიდეო გადაღება იყო და არის აკრძალული. აქედან გამომდინარე ისმება კითხვა - ვინ გააკეთა ეს და რა მიზნით გააკეთა?" - ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი

“ერთ პატარა რემარკს გავაკეთებ ღარიბაშვილთან დაკავშირებით და ზოგადად, ასისტენტებზე კარგი იქნება, რახან ღარიბაშვილი ასე აინტერესებს. ღარიბაშვილი არ იყო ჩემთვის ავტორიტეტი. ღარიბაშვილი არ იყო ფინანსისტი. თუ კრედიტ სვისი მიმანიშნებდა, რომ ხელი უნდა მომეწერა და ეს ჩემთვის კეთდებოდა, იმას როგორ გადაამოწმებდა ღარიბაშვილი. აი, წერილები, რომლებიც იგზავნებოდა, იგივე, ვთქვათ, ჩამოდიოდა დელეგაცია, დელეგაციას უნდოდა დროის შეთანხმება, მინდოდა რაღაც ფულის გადარიცხვა, ვთქვათ, ზარების განხორციელება, შეხვედრის ორგანიზება და ასეთი, მსგავსი. თვეში ერთხელ გაეგო ანგარიშზე რა თანხებია, რა დარჩა და ასე შემდეგ… ღარიბაშვილს არ ჰქონდა არც იურიდიული განათლება ამის და მით უმეტეს არც ფინანსური
კითხვა: [ანუ რაღაც მდივანივით გყავდათ?] – რაც გინდათ, ის დაარქვით, თქვენ რომელი სახელითაც გინდათ, იმით მოიხსენიეთ”.

ეს არის “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილის ბერმუდის სასამართლოსთვის ჩვენებიდან ამონარიდი, რომელის ვიდეოც შაბათის ფორმულამ მოიპოვა.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის ვიქტორ ყიფიანის განცხადებითკრედიტ სვისის“ (Credit Suisse) წინააღმდეგ სასამართლო დავა საკმაოდ რეზონანსულია. ადვოკატი „ქრონიკაში“ ადგილობრივ მედიაში ამ საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოკადრებს გამოეხმაურა.

„ეს საქმე რეზონანსულია და ჩვენ უკვე ადგილობრივ ტელესივრცეში ვხედავთ გარკვეული ვიდეომასალების გავრცელებას. ეს ცალკე თემაა, რომელის შესწავლას მოითხოვს, რადგან ეჭვის დონეზე და ვარაუდების დონეზე მე მიჭირს ამ საკითხზე საუბარი. ერთი რამ ფაქტია, რომ გარკვეული ვიდეომასალა გავრცელდა. მინდა გითხრათ, რომ სასამართლოს წესებით, პროცესის მიმდინარეობისას, ნებისმიერი ფოტო და ვიდეო გადაღება იყო და არის აკრძალული. აქედან გამომდინარე ისმება კითხვა – ვინ გააკეთა ეს და რა მიზნით გააკეთა?

ჩვენ თუ ლოგიკური გამორიცხვის მეთოდით ვივლით, გამორიცხულია ეს ვინმეს ჩვენი მხრიდან გაეკეთებინა. თვითონ პროცესი საჯაროა, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს ვისაც სურვილი აქვს თვალი ადევნოს უნდა მიმართოს სასამართლოს და ის გადის შესაბამის რეგისტრაციას. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი მედიის წარმომადგენელი. აქედან გამომდინარე ვვარაუდობ, რომ ასეთი დაშვება გაკეთდა დაინტერესებულ პირზე ან პირთა ჯგუფზე. აქ კანონი არ ირღვევა, თუმცა მოხდა ვიდეო და ფოტო გადაღებაზე არსებული შეზღუდვის დარღვევა და დღეს ეს მასალა გამოიყენება შიდა მოხმარებისთვის, რომელიც არცთუ დადებით ასოციაციებს იწვევს“, – აღნიშნა ყიფიანმა.

მისი თქმით, ნებისმიერ პირს შეეძლო მარტივი პროცედურების გავლის შედეგად სასამართლო პროცესზე წვდომა. „თუმცა აქ მთავარია ის, რომ დაირღვა კანონი ფოტო და ვიდეო გადაღების შეზღუდვასთან დაკავშირებით. რაც ჩვენი შესწავლის საგანია“, – აღნიშნა ყიფიანმა.

ვიდეოკადრები ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ეს კადრები 18-19 ნოემბრით თარიღდება, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბერმუდის სასამართლოში ფინანსურ დავას ესწრებოდა და ჩვენებას აძლევდა.

არქივიდან, 2016 წელი:

“ჩვენ ოჯახებით ვმეგობრობთ. არც მაშინ მერიდებოდა ამის თქმა და არც ახლა, კახური ვაჟკაცია, კახურად პირდაპირია და მართალი კაცია. ირაკლის მზაობა ჰქონდა თუ საჭიროება იქნებოდა პოლიტიკაში ჩართულიყო, მასთან მაქვს აქტიური ურთიერთობა დღესაც, ხშირად ვერ ვხვდებით საუბედუროდ მაგრამ სატელეფონო საუბრები გვაქვს, ჩვენი მეუღლეები საუბრობენ ერთმანეთში.

ვფიქრობ რომ ირაკლი არის კარგი სათადარიგო მოთამაშე, ახალგაზრდა კაცი, რომელიც კარგად მოვიდა, კაცურად წავიდა, გაიმეორა კარგ დროს ის რაც მე გავაკეთე და მიმაჩნია, რომ ისტორიაში პრეცედენტი არ ყოფილა ჩემამდე, მოვედი გავიმარჯვე და წავედი. ირაკლი გამოვიდა, თქვა, რომ სხვებმაც ეცადნონ და გააკეთონ და ის, რომ ღარიბი პოლიტიკური სპექტრია ჩვენთან მწირია სათადარიგოთა სკამი, აბა ნახეთ პოლიტიკოსებზე რამდენზე გაგიჩერდებათ თვალი ვინც ამაყობს რომ 10-15 წელია პოლიტიკაშია.
ირაკლი აი, ასე წავიდა, რომ მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს უნდა მისი ნახვა პოლიტიკაში, როცა დადგება საჭიროება, ირაკლის არაფერი შეუშლის ხელს, მას ეს მზაობა სულ აქვს”, – განაცხადა ივანიშვილმა კახეთში, ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close