პოლიტიკა

ქვეყანა, ხალხი ვერასდროს შეეგუება ერთიანი საქართველოდან მისი სისხლისა და ხორცის, მისი განუყოფელი ნაწილის მოკვეთას – კახა კალაძე

სოხუმის დაცემა არის ოკუპაციის დაწყების დღე, ოკუპაციის, რომელიც გაორმაგებული სიმძიმით დღემდე აწვება ჩვენს მხრებს და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ყველა, ვინც ამ მიწა-წყალზე ვცხოვრობთ, შვილებს არ გადავულოცოთ ამ სიმძიმის ტარება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

„დრო იარებს არჩენსო, კი ამბობენ, მაგრამ აბა რომელ ჩვენგანს მოუშუშდა აფხაზეთის დაკარგვით მიყენებული ჭრილობა?

ქვეყანა, ხალხი ვერასდროს შეეგუება ერთიანი საქართველოდან მისი სისხლისა და ხორცის, მისი განუყოფელი ნაწილის მოკვეთას. ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს…

სოხუმის დაცემა არის ოკუპაციის დაწყების დღე; ოკუპაციის, რომელიც გაორმაგებული სიმძიმით დღემდე აწვება ჩვენს მხრებს და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ აფხაზებიც, ქართველებიც, ყველა ვინც ამ მიწა-წყალზე ვცხოვრობთ, რომ ჩვენს შვილებს არ გადავულოცოთ ამ სიმძიმის ტარება.

ჩვენმა თაობამ, გონივრულობით და მომავლის წინაშე პასუხისმგებლობის სრულად გააზრებით, უნდა დაასრულოს ეს საშინელება. მხოლოდ მშვიდობა და ერთობაა ამ ოკუპაციისას დაღვრილი ქართველებისა და აფხაზების სისხლის ღირსეული საფასური. მშვიდობა და ერთობა- ჩვენი იდენტობის საერთო მტრის წინააღმდეგ.

ჩვენ გავიმარჯვებთ, ერთმანეთზე კი არა, გავიმარჯვებთ ერთად!“, – წერს კახა კალაძე.

სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. „ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ“ მიღწეული შეთანხმების დარღვევით, მოწინააღმდეგემ სოხუმის აღება შეძლო.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close