Sliderსაზოგადოება

“ქართული ოცნება”, ასევე, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ რაც სააკაშვილმა გააკეთა, ყველაფერი არასწორი იყო, მათ შორის ევროკავშირისკენ სწრაფვა – “დოჟდის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი

ზოგი იტყვის, რომ სააკაშვილმა წააგო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ის იქნება გამარჯვებული: საქართველოში ახალგაზრდები საკმაოდ პროგრესულები არიან და აცნობიერებენ დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების ღირებულებას. როგორც კი პუტინის რეჟიმი დაინგრევა, ივანიშვილის რეჟიმი მიჰყვება. მაგრამ ეს არ მოხდება ხვალ ან ზეგ და სააკაშვილს არ აქვს დროის ფუფუნება.

რუსული დამოუკიდებელი ტელეარხ “დოჟდის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ეკატერინე კონტრიკაძე გამოცემა Israel Hayom-ში სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ავტორი ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და პატიმრობაზე საუბრობს.

სტატიაში, რომლის სათაურია – “სააკაშვილი შეიძლება კვდება, მაგრამ მისი მემკვიდრეობა პუტინს გაუძლებს”, ავტორის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ყველაფერი, რაც მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა, არასწორი იყო.

“მე არ ვიცი შესაძლებელია თუ არა მისი დაბრუნება, მაგრამ სულ მცირე, ჩვენ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ ის იცოცხლებს. პრობლემა ისაა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება – ქართული ოცნება – პოლიტიკური პარტია, ასევე ოლიგარქი და საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ რაც სააკაშვილმა გააკეთა, ყველაფერი არასწორი იყო, მათ შორის ევროკავშირისკენ სწრაფვა. ივანიშვილის რეჟიმი თავს იკავებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისგან, სულ უფრო მეტ პოლიტპატიმარს აკავებს და უგულებელყოფს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებებს, თანაგრძნობა გამოავლინოს სააკაშვილის მიმართ“, – წერს სტატიის ავტორი.

ეკატერინე კონტრიძე სტატიაში ხაზს უსვამს საქართველოს ხელისუფლებისა და რუსეთის ურთიერთობაზე და წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან თავის დასაღწევად საქართველოში არაერთი რუსეთის მოქალაქე ჩამოდის, “ქართული ოცნება” ინარჩუნებს რუსეთისთვის უვიზო რეჟიმის შენარჩუნების აუცილებლობას.

სტატიის ავტორი დასძენს, რომ პუტინის რეჟიმის ჩამოშლის შემდეგ, “ქართული ოცნება” ჩამოიშლება.

“სავარაუდოა, რომ საქართველოს ხელისუფლება თავად არაგონივრულ მდგომარეობაშია: მათ არ სურთ სააკაშვილის მოკვლა იმ შედეგების გამო, რაც მას მოჰყვება, თუმცა არც მისი გათავისუფლებით არიან დაინტერესებული.

ზოგი იტყვის, რომ სააკაშვილმა წააგო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ის იქნება გამარჯვებული: საქართველოში ახალგაზრდები საკმაოდ პროგრესულები არიან და აცნობიერებენ დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების ღირებულებას. როგორც კი პუტინის რეჟიმი დაინგრევა, ივანიშვილის რეჟიმი მიჰყვება. მაგრამ ეს არ მოხდება ხვალ ან ზეგ და სააკაშვილს არ აქვს დროის ფუფუნება“, – ვკითხულობთ სტატიაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close