მსოფლიო

ქალაქ დნიპროზე რუსების მიერ, ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა, მათ შორის ორი ბავშვია

თავდასხმის შედეგად, დაზიანდა 60-ზე მეტი კერძო სახლი და რამდენიმე მაღალსართულიანი შენობა, ასევე ბაზარი, ავტობუსები, მანქანები და ელექტროგადამცემი ხაზები.

ქალაქ დნიპროზე რუსების მიერ, ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა. მაშველებმა კიდევ ერთი ბავშვის ცხედარი იპოვეს.

დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ცნობით, სარაკეტო იერიშს სულ 2 ბავშვი – 8 წლის ბიჭი და 9 წლის გოგონა და ორი ზრდასრული მოქალაქე ემსხვერპლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ დაშავებულია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის 12 წლის მოზარდი. ისინი მაშველებმა სახლის ნანგრევებიდან ამოიყვანეს და მოტეხილობებითა და ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თავდასხმის შედეგად, დაზიანდა 60-ზე მეტი კერძო სახლი და რამდენიმე მაღალსართულიანი შენობა, ასევე ბაზარი, ავტობუსები, მანქანები და ელექტროგადამცემი ხაზები.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close