“მე ძალიან მიხარია, რომ დავბრუნდი საქართველოში. წელიწადზე მეტი იქნება, რაც წინა ჯერზე ვიყავი ჩამოსული. მართალი რომ გითხრათ, ვხედავ უკვე განვითარებას – ეკონომიკა ყვავის, ქალაქში გავიარე და ყველასთვის თვალსაჩინოა, რომ ბოლო წლის განმავლობაში ეკონომიკის განვითარება სახეზეა. პროგრესი არსებობს საქართველოში, წინსვლა შეიმჩნევა ეკონომიკაში და მე ჩამოვედი როგორც ევროკომისარი სამეზობლო საკითხებში და გაფართოების საკითხებში. ეს პირველად არის ამ რანგში, არა მარტო სამეზობლო პოლიტიკის, არამედ გაფართოების მანდატითაც ჩამოვედი – ორივე მიმართულება მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მიმაჩნია, რომ ამ სირთულეების პერიოდში, რომელიც ორივეს გვიდგას წინ და ახალი გეოპოლიტიკური წნეხის და პერიოდის პროცესში საქართველომ ძალიან მკაფიოდ დაგვანახა, რომ მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანება არის საქართველოს ძლიერი და მყარი მიზანი და ამისთვის საჭიროა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა”, – ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მსგავსი სიახლეები
“თავზე ბენზინით გაჟღენთილი საბურავი ჩამოაცვეს და ცეცხლი წაუკიდეს. ცოცხლად დაწვეს ადამიანი” – აფხაზეთის ტრაგედიის ერთი სისხლიანი ფურცელი
08/03/2024
კახა კალაძე მილანის „ინტერთან“ თამაშზე: მატჩი სანახაობრივად საინტერესო იქნება, ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მიეცემა მსოფლიო დონის ვარსკვლავების ხილვის შესაძლებლობა
06/03/2024
ახლა კითხულობენ
Close