მსოფლიო

ქაბულიდან სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად წავედი – ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

ოთხშაბათს, ავღანეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ, განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტავს, თუ რატომ დატოვა ქაბული. ღანის თქმით, მისი მიზანი იყო ქაბულის ქუჩებში სისხლისღვრის თავიდან აცილება, ამიტომაც, ქვეყანა დატოვა და ახლა არაბეთის გაერთიანებული საემიროს ტერიტორიაზე იმყოფება. ყოფილი პრეზიდენტი უარყოფს ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ მან თან წაიღო სახელმწიფოს კუთვნილი თანხა.

“ქაბულის დატოვება, ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ მჯერა, რომ მხოლოდ ამ გზით შემეძლო თავიდან ამეცილებინა იარაღის გამოყენება და გადამერჩინა ქაბულის 6 მილიონი მოსახლე”,- ნათქვამია ღანის განცხადებაში.

72 წლის აშრაფ ღანი ამბობს, რომ ის 20 წლის განმავლობაში შრომობდა იმისთვის, რომ ავღანეთში დემოკრატიული მთავრობა შექმნილიყო. თუმცა, იქვე აღიარებს, რომ მან ვერ შეძლო ქვეყნისთვის გარანტირებული “სტაბილურობა და კეთილდღეობა” მიეცა ისევე, როგორც ეს ავღანეთის წინა მთავრობების დროს ხდებოდა.

არაბეთის გაერთიანებულ სამეფოში ამბობენ, რომ ღანი “ჰუმანიტარული საჭროების” საფუძველით მიიღეს ქვეყანაში.

ეს პრეზიდენტ ღანის პირველი განმარტებაა მას შემდეგ, რაც ქაბული დატოვა და ფეისბუქით მცირე განცხადება გამოაქვეყნა. ახლა ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ თავისი საქციელის უფრო დეტალურ ახსნას “უახლოეს მომავალში” გამოაქვეყნებს.

“ახლა უნდა გამოვეხმაურო იმ უსაფუძვლო ბრალდებას, თითქოს, ქაბულის დატოვების შემდეგ, თან წავიღე მილიარდობით დოლარი, რომელიც ავღანელ ხალხს ეკუთვნოდა”,- წერს ღანი. ყოფილი პრეზიდენტი კატეგორიულად უარყოფს ამ ბრალდებას.

„ამერიკის ხმა“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close