Sliderსხვადასხვა

უფუნქციო სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის ირაკლი კობახიძის მეუღლემ ხელფასის სახით 100 ათასი ლარი აიღო

2021 წლის ბოლოს Სწორედ პრემიერმა ღარიბაშვილმა დანიშნა სააგენტოს ხელმძღვანელად ირაკლი კობახიძის მეუღლე ნატალია მოწონელიძე. იქამდე, ორი წლის განმავლობაში ის თავმჯდომარის მოადგილე და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.

სააგენტო, რომელიც ბიუჯეტიდან დიდ ფულს იღებს და თანხას ვერ ითვისებს. ,,საჯარო და კერძო თანამშორმლობის სააგენტომ” 3 წლის განმავლობაში სახელმწიფოსგან 900 ათასი ლარი მიიღო, აქედან  თითქმის 100 ათასი ლარი ხელმძღვანელის ხელფასზე დაიხარჯა. ინფორმაცია ,,აი ფაქტის” გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მოიკვლიეს. 

“ფაქტიურად არ ფუნქციონირებს”, ასე აფასებდა 2019 წელს საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს მუშაობას “ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი. გაგიკვირდებათ და ის ახლაც იმავეს ფიქრობს. ვკითხეთ, შეიცვალა თუ არა აზრი სამი წლის შემდეგ და დაგვიდასტურა, არაო. Როგორც ჩანს, სააგენტო ისე უხეიროდ მუშაობს, “ოცნებაშიც” არ ერიდებიან კრიტიკას.

Სტატიაში მოგიყვებით, რა ფუნქცია დაეკისრა ამ სსიპ-ს დაარსებისას და რა შედეგი აქვთ ახლა, ოთხი წლის თავზე. ვუპასუხოთ კითხვას, საერთოდ გვჭირდება კი ეს დაწესებულება? მითუმეტეს, რომ უკვე 900 ათას ლარზე მეტი დავახარჯეთ.

Საჯარო და კერძო თანამშრომლობა (PPP) არის ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ფორმა. სახელმწიფო ხდება ინვესტორის პარტნიორი, დებენ ერთობლივ შეთანხმებას, ორივე მხარე იღებს თავის წილ პასუხისმგებლობას და იქმნება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები. Მაგალითად, ელექტროსადგურები, აეროპორტები, პორტები ან გზატკეცილები.

Როგორ წყვეტს მთავრობა, ვისთან დადოს PPP შეთანხმება? არსებობს პროექტის იდენტიფიცირების ორი გზა:

ერთ შემთხვევაში, კერძო პირი დამოუკიდებლად ეკონტაქტება რომელიმე სამინისტროს, სთავაზობს იდეას, შემდეგ კი სამინისტრო სააგენტოსთან ერთად განიხილავს, საჭიროა თუ არა ეს პროექტი.  გადაწყვეტილების მიღებისას, ითვალისწინებენ პროექტის ეკონომიკურ გაველნას, რისკებს, სტრატეგიულ და საზოგადოებრივ მნიშვნელობას.

Მეორე სცენარით, სააგენტოს შეუძლია დამოუკიდებლად მოიძიოს პროექტი, რომელიც PPP თანამშრომლობის ნაწილი გახდება. ჯერ არჩევს მათ, მერე დამოუკიდებლად აფასებს და ამზადებს  რეკომენდაციას მთავრობისთვის. Საბოლოოდ, მთავრობა სააგენტოს აზრსად ითვალისწინებს და ისე წყვეტს, მოიწონოს თუ არა შემოთავაზებული წინადადება.

Სააგენტო ცდილობს პროექტები მოიძიოს ინოვაციური და ციფრული ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, მრეწველობის და განათლების სფეროში.

Საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ კანონი 2018 წლის მაისში მივიღეთ. ერთი წლის შემდეგ, 2019 წლის თებერვალში კი  ფუნქციონირება დაიწყო საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტომ. ეს სსიპ-ი ანგარიშვალდებულია პრემიერმინისტრის წინაშე. Მის თავმჯდომარესაც პრემიერი ნიშნავს და ათავისუფლებს.

2021 წლის ბოლოს Სწორედ პრემიერმა ღარიბაშვილმა დანიშნა სააგენტოს ხელმძღვანელად ირაკლი კობახიძის მეუღლე ნატალია მოწონელიძე. იქამდე, ორი წლის განმავლობაში ის თავმჯდომარის მოადგილე და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.

Ნატალია მოწონელიძე პროფესიით იურისტია. 2008 წლიდან Მუშაობს ლექტორად,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 2016-2019 წლებში კი შსს-ს აკადემიაში ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი და რექტორის მრჩეველი იყო.

Სააგენტოს თავმჯდომარის პოსტზე 2021-2022 წლებში მოწონელიძემ 93 ათასი ლარის ანაზღაურება მიიღო.

Როგორც უკვე აღვწერეთ, სააგენტოს მიზანია წარმატებული და ქვეყნისთვის სასიკეთო ინვესტიციების მოზიდვა. თუმცა, 2021 წლის მაისში მისი თავმჯდომარე ამბობდა:

“ჯერჯერობით, რაც სააგენტო არსებობს, ანუ 2019 წლიდან, კონკრეტული საინვესტიციო პროექტი, რომელიც უკვე დაიწყო და ჩაეშვა, არ გვაქვს.”

ასე უხეიროდ მომუშავე უწყება 2022 წელს ბიუჯეტიდან 269 ათასი ლარით დავაფინანსეთ. აქედან მხოლოდ სააგენტოს თავმჯდომარის, უფროსი ანალიტიკოსის და ადმინისტრაციული მენეჯერის შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა 182 ათასი ლარი.

Სააგენტო დაკისრებულ ფუნქციებს ზედმიწევნით რომ ვერ ასრულებს, აუთვისებელი ბიუჯეტებითაც ნათელია.

Სააგენტოს წლიურ ანგარიშებში ვკითხულოთ, რომ გამართეს ასეულობით საკოორდინაციო შეხვედრა პოტენციურ ინვესტორებთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ მისიებთან; მონაწილეობა მიიღეს კონფერენციებში, შექმნეს საჯარო დოკუმენტები; 2022 წელს განიხილეს 1580 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტები. თუმცა, რა შედეგი გამოიღო ამან, ბუნდოვანია.

თავმჯდომარე თავისი პირით ამბობს, რომ მათ განხილულ პროექტებს მზის შუქი არ უნახავს. Სტატიის მომზადებისას, ნატალია მოწონელიძეს ვკითხეთ, რა შეიცვალა სამ წელში, აქვთ თუ არა თუნდაც ერთი წარმატებული პროექტი.

Მისი თქმით, 2019 წლიდან დღემდე დაამუშავეს 67 წინადადება. Მათგან 36 გადავიდა მეორე ეტაპზე, როცა უნდა გააანალიზონ საჭირო კვლევები. Თუმცა, მოწონელიძეს არაფერი უთქვამს უკვე განხორციელებულ პროექტებზე.

ვერც იმას ვიგებთ, რა რეკომენდაციები მოამზადეს მთავრობისთვის. Როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია დაინტერესებული პირებისთვის საჯარო არაა. სააგენტო საზოგადოებასთან ურთიერთობითაც არ გამოირჩევა. ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” წევრი დავით ჭიპაშვილი გვეუბნება, რომ სააგენტოს არსებობის შესახებ არ იციან ენერგეტიკის სფეროთი დაინტერესებულმა პირებმაც. ჭიპაშვილმა გაგვიზიარა თავისი გამოცდილებაც, რომ სააგენტომ “ალპანას” და სხვა ჰესების შესახებ გაცემული დადებითი რეკომენდაციის დოკუმენტები არ მიაწოდა და ეკონომიკის სამინისტროსთან გადაამისამართა.

“ერთია რა წერია ოფიციალურად, სააგენტოს მისიაში, მიზნებში…  მეორეა – რა ხდება პრაქტიკაში. Პრაქტიკულად არ არის ანგარიშვალდებული საზოგადოებასთან. ვისთან არის ანგარიშვალდებული, მხოლოდ პრემიერმინისტრთან? Საერთოდ საიტი რაში სჭირდება? შეუტანონ მაშინ პრემიერმინისტრს პირდაპირ თავისი რეკომენდაციები. Ჩემი აზრით, სააგენტო დღეს მის ფუნქციას და მოვალეობას, არ ასრულებს, ღიაობის, გამჭირვალეობისა და დაინტერესებული საზოგადოების ჩართვის კონტექსტში,” – ამბობს დავით ჭიპაშვილი.

ასეთი გამოცდლება ჰქონდა “აი, ფაქტსაც”.

Სააგენტოსგან Მოვითხოვეთ მემული ჰიდროელექტროსადგურზე მომზადებული დოკუმენტები. Პროექტი უკვე მეორე ფაზაზეა გადასული და დადებითი რეკომენდაციებიც არსებობს. მათი თქმით, პროექტი ხელს უწყობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას, სიღარიბის დაძლევას, სუფთა ენერგიას, ეკონომიკურ ზრდას და ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნას.

გვაინტერესებდა, რის საფუძველზე ფიქრობს ამას სააგენტო. Საჯარო ინფორმაციის წერილზე მოკლედ გვიპასუხეს, დამატებითი კითხვებისთვის კი ჩვენც ეკონომიკის სამინისტროსთან გადაგვამისამართეს.

როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრის (EMC) იურისტმა გვითხრა, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავისი რეკომენდაციების დასაბუთების ვალდებულება აქვს. Მითუმეტეს, რომ კანონი საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ, თავისი არსით, მოითხოვს მაქსიმალურ საჯაროობას.

“ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტი უფლება აქვს საზოგადოებას, იცოდეს, რის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილებები ამ ტიპის პროექტებთან დაკავშირებით, სადაც სახელმწიფო კერძო სუბიექტს ეხმარება საჯარო რესურსებით. ესაა ამ კანონმდებლობის არსი, შესაბამისად საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი ნებისმიერი გადაწყვეტილება, დადებითიც და უარყოფითიც,” – ამბობს სალომე შუბლაძე.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close