ეკონომიკა

უმუშევრობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში – საქსტატი

საქსტატის ინფორმაციით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2022 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 3.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 4.2 პროცენტული პუნქტით.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2022 წლის
III კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 43.4 პროცენტს, ხოლო კაცებში 65.3 პროცენტს
შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე
ქალებში გაზრდილია 1.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 0.5 პროცენტული პუნქტით.

მონაცემების მიხედვით, 2022 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალებში, ასევე კაცებში შესაბამისად 2.4 და 3.2 პროცენტული პუნქტით.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button