საზოგადოება

უმნიშვნელოვანესი თემა მიხეილ სააკაშვილისთვისაც არის ნიკა გვარამიას პოლიტიკურ ტყვედ ქცევა – სააკაშვილის ადვოკატი

“დღეს ბუნებრივია უმნიშვნელოვანესი თემა მიხეილ სააკაშვილისთვისაც არის ნიკა გვარამიას, პრაქტიკულად, არ ვიცი, პოლიტიკურ ტყვედ ქცევა სასამართლოს მიერ. მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს და დაცვის მხარესაც მიაჩნია, რომ არის კიდევ ერთი ნიმუში, იმისა, რომ აღარ არის საიდუმლო, აღარ ხდება ფარულად, არამედ მიმდინარეობს პირდაპირი პოლიტიკური რეპრესიები პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ და მიმდინარეობს კრიტიკულ მედიაზე ზეწოლა ერთადერთი მიზნით, იმისთვის, რომ ხელისუფლება რაც შეიძლება დიდხანს ინარჩუნებდეს ძალაუფლებას.

რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის არის კვლავინდებურად მძიმე, კვლავინდებურად ვერ იღებს საკვებს, თუმცა მკურნალობის კურსი დაიწყო და ეს არის პატარა პოზიტიური ნაბიჯი”, – თქვა შოთა თუთბერიძემ სააკაშვილის “ვივამედში’ მონახულების შემდეგ. 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close