მსოფლიო

უკრაინის შს მინისტრი, მისი მოადგილე და სახელმწიფო მდივანი ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ

კიევის ოლქში, ბროვარიში ვერტმფრენი ჩამოვარდა. შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულებს შორის არიან უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი დენის მონასტირსკი და მისი მოადგილე ენინი. დაღუპულია ასევე, სახელმწიფო მდივანიც.

არაოფიციალური ვერსიით, ავარიის მიზეზი შესაძლოა ნისლი ყოფილიყო. ვერტმფრენმა ვერ დაინახა მაღალსართულიანი შენობა და ცდილობდა სწრაფად აეკრიფა სიმაღლე, რამაც, სავარაუდოდ, მართვაზე კონტროლის დაკარგვა გამოიწვია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close