მსოფლიო

უკრაინის სასამართლომ პროკურატურას პოროშენკოს დაპატიმრებაზე უარი უთხრა

ხმაური იყო სასამართლოსთან, სადაც პოროშენკო მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა

კიევის პეჩორის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო პირადი თავდებობით გაათავისუფლა.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, წინასწარ პატიმრობაზე.

ბრალდება გირაოს სახით ერთ მილიარდ გრივნასაც ითხოვდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოროშენკო ვალდებულია, სასამართლოში მოთხოვნისთანავე გამოცხადდეს და უნდა ჩააბაროს თავისი პასპორტი.

სხდომის პარალელურად, ხმაური იყო სასამართლოსთან, სადაც პოროშენკო მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close