სამართალი

უკრაინის გენერალურ პროკურატურაში უკრაინისთვის სააკაშვილის გადაცემის შესახებ შუამდგომლობა წინასასამართლო გამოძიების ორგანოების მხრიდან ამ დრომდე არ შესულა

უკრაინის გენერალურ პროკურატურაში უკრაინისთვის მიხეილ სააკაშვილის გადაცემის შესახებ შუამდგომლობა წინასასამართლო გამოძიების ორგანოების მხრიდან ამ დრომდე არ შესულა, შესაბამისად, საქართველოს კომპეტენტური ორგანოებისთვის ასეთი მოთხოვნით უკრაინის გენერალურ პროკურატურას არ მიუმართავს. ამის შესახებ უკრაინულ გამოცემა Українські Новини-ს ქვეყნის გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს.

„უკრაინის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 574-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია, რომ წინასასამართლო გამოძიების ფარგლებში სისხლისსამართლებრივ წარმოებებზე ეჭვმიტანილთა და ბრალდებულთა გადმოცემის საკითხზე ცენტრალურ ორგანოს გენერალური პროკურატურა წარმოადგენს. 575-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, შუამდგომლობას უკრაინისთვის პირის გადაცემის მოთხოვნის შესახებ ამზადებს გამომძიებელი, პროკურორი ან სასამართლო. ამ დროისთვის გენერალურ პროკურატურაში უკრაინისთვის მიხეილ სააკაშვილის გადაცემის შესახებ შუამდგომლობა წინასასამართლო გამოძიების ორგანოების მხრიდან ამ დრომდე არ შემოსულა. შესაბამისად, საქართველოს კომპეტენტური ორგანოებისთვის ასეთი მოთხოვნით უკრაინის გენერალურ პროკურატურას არ მიუმართავს“, – აღნიშნულია წერილში, რომელიც სააგენტომ გენერალური პროკურატურიდან მიიღო.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close