მსოფლიო

უკრაინა რუსეთს საყინულე-მატარებლით მოკლული რუსი სამხედროების ცხედრებს უგზავნის

ვლადიმირ ლიამზინის თქმით ეს ნაბიჯი შეესაბამება “საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს“

უკრაინამ განაცხადა, რომ სახლში აბრუნებს მოკლული რუსი სამხედროების ცხედრებს. პარასკევს სამხედროებმა საყინულე ვაგონებში ჩატვირთეს კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებში მოგროვილი ცხედრები.

უკრაინის სამხედრო–სამოქალაქო თანამშრომლობის ხელმძღვანელის, ვლადიმირ ლიამზინის თქმით ეს ნაბიჯი შეესაბამება “საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს“.

“კონფლიქტის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ მხარეებმა ერთმანეთს უნდა დაუბრუნონ მეორე მხარის სამხედროების ცხედრები. უკრაინა მზად არის აგრესორს ცხედრები დაუბრუნოს“–უთხრა მან როიტერს.

ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე საყინულე–მატარებლების არსებობის შესახებ უკრაინის სხვა ნაწილებშიც.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button