მსოფლიო

უკრაინა იმაზე უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე ამას მედია ასახავს – Time

Time-ი, უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, აღმოსავლეთ ევროპის ენერგეტიკული პოლიტიკის ექსპერტის, სურია ჯეიენთის მოსაზრებას აქვეყნებს.

„განსხვავება მოლოდინებსა და უკრაინის სამხედროების გასაოცარ გამძლეობას შორის აადვილებს არსებული სიტუაციის არასწორ ინტერპრეტაციას უკრაინის სასარგებლოდ. უკრაინა გაცილებით უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე ამის შესახებ საყოველთაოდ ცნობილია და სჯერათ. რეალურად გასამარჯვებლად, უკრაინას სჭირდება და კვლავაც დასჭირდება წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის დახმარება და მხარდაჭერა. ჩვენ გვიყვარს დაჩაგრულები. ჩვენ გვიყვარს გაბედული ახალგაზრდა კაცი, რომელიც შანსების სიმწირის მიუხედავად, წარმატებას აღწევს. ეს იმედს გვიმყარებს და საშუალებას გვაძლევს ვიგრძნოთ, რომ მორალურად აღმატებულ მხარეს ვდგავართ. სწორედ ამიტომაა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ასე წარმატებით აპელირებს მსოფლიოზე. შანსების წინააღმდეგ მისი ასეთი დაუმორჩილებლობის გამო, მხარს ვუჭერთ მას ჩაგვრის წინააღმდეგ. როდესაც ვგულშემატკივრობდით დასახიჩრებულ, შუედარებელ უკრაინელებს, ჩვენ ვიმსუბუქებთ სირცხვილს იმის გამო, რომ ისინი, ვისაც ვპირდებოდით დაცვასა და „უსაფრთხოების გარანტიებს“, მივატოვეთ თოვლსა და ტალახში მარტო სიკვდილისთვის. ფაქტი, რომ კიევი არ დაეცა და რუსულმა ჯარებმა აღმოსავლეთისკენ დაიხიეს, იმას ნიშნავს, რომ უკრაინა იმაზე უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე ამას მედია ასახავს“, – წერს ექსპერტი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button