მსოფლიო

უკრაინა არ მიიღებს VIP საშვს ევროკავშირში გასაწევრიანებლად – საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი

არ არსებობს დაჩქარებული პროცედურა, არ არსებობს VIP საშვი. მათ ჯერ უნდა დაასრულონ ომი, აღადგინონ ქვეყანა, დააკმაყოფილონ ყველა დემოკრატიული და ეკონომიკური მოთხოვნა.

საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა, კლემან ბონმა განაცხადა, რომ უკრაინა არ მიიღებს VIP საშვს ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ხოლო უკრაინის ბლოკში გაწევრიანებას წლები შეიძლება დასჭირდეს.

„არ არსებობს დაჩქარებული პროცედურა, არ არსებობს VIP საშვი. მათ ჯერ უნდა დაასრულონ ომი, აღადგინონ ქვეყანა, დააკმაყოფილონ ყველა დემოკრატიული და ეკონომიკური მოთხოვნა. ამას დრო დასჭირდება. მაგრამ ჩვენ ვაძლევთ მათ გახსნილობის ამ სიგნალს“, – აღნიშნა ფრანგმა მინისტრმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close