საზოგადოება

უკრაინაში სააკაშვილის წამებაზე და გაურკვეველი ფსიქოტროპული წამლების მიღებაზე საქმე უკვე აღძრულია – ვლადისლავ გრიშენკო

უკრაინის სახელმწიფო იცავს თავისი მოქალაქის ინტერესებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და ამისთვის ყველა ბერკეტს იყენებს, შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის წამებაზე და გაურკვეველი ფსიქოტროპული წამლების მიღებაზე საქმე უკვე აღძრულია და მიმდინარეობს გამოძიება, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა ვლადისლავ გრიშენკომ განაცხადა.

,,სააკაშვილმა გადმოგვცა განცხადება მისი დაზარალებულად ცნობის თაობაზე და მხარე რომელიც დაზარალებულს წარმოადგენს აქტიურად განახორციელებს შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს. ჩვენ გავოცდით როდესაც გავიგეთ,რომ საქალაქო სასამართლომ გააუქმა ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება, ეს ნიშნავს იმას, რომ დამოუკიდებელი უწყება დაიშალა და ეს არის მნიშვნელოვანი სიგნალი უკრაინისთვის”, – აღნიშნა ადვოკატმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close