საზოგადოება

უკრაინასა და საქართველოს შორის დაძაბულობა ჩემთვის პიროვნული ტრაგედიაა – სააკაშვილი

“უკრაინასა და საქართველოს შორის დაძაბულობა ჩემთვის პიროვნული ტრაგედიაა… ყველაფერს ვიღონებ, რომ პრობლემები მოიხსნას” – ამის შესახებ  მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივამედიდან” გავრცელებულ განცხადებაში წერს.

უკრაინა და საქართველო ორივე ჩემი ქვეყანაა და მათ შორის ნებისმიერი დაძაბულობა ჩემთვის პიროვნული ტრაგედიის ტოლფასია. ამიტომ, ყველაფერს ვიღონებ იმისთვის, რომ პრობლემები მოიხსნას.

უკრაინას ახლა სჭირდება რაც შეიძლება სწრაფად გამარჯვება, რომელშიც ყველანი დარწმუნებული ვართ და შემდგომი მძლავრი განვითარება.

საქართველოს სჭირდება მშვიდობა და ასევე სწრაფი განვითარება უკრაინასთან ერთად. თანადგომას და წინსვლას ალტერნატივა უბრალოდ არ გააჩნია, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close