პოლიტიკა

„უკანონობისა და შურისძიების მოწინააღმდეგე ვარ, უბრალოდ გავწვებით რუსთაველზე“

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში არის ცვლილების სურვილი და კოალიციური მთავრობისთვის მზად არის ამომრჩეველი.

ამასთან, თაკო ჩარკვიანის თქმით, ვერ იტანს ბოროტებასა და შურისძიებას.

„უკანონობისა და შურისძიების მოწინააღმდეგე ვარ. ამიტომ, ჩემი რჩევა არის, გულწრფელი რჩევა იმ ადამიანისა, რომელიც 2012 წელს ელოდებოდა, რომ რაღაც იმედები გამართლდებოდა. ერთ-ერთი რიგითი ადამიანი ვიყავი, რომელიც ელოდებოდა, როგორც მთელი საქართველო და ეგონა, რა სახელიც ჰქონდა მას, ქველმოქმედის, ის გაიმეტებდა თავის სამშობლოსთვის სახელმწიფოებრივად ქველმოქმედებას. ახლა გულწრფელად ვურჩევ, რომ, აი, თავში არ გაივლონ, უბრალოდ გავწვებით რუსთაველზე, ამ შეურაცხყოფას არ მივაყენებინებთ, არავინ არ დაგვიჭირდება, არავინ ახალგაზრდებს არ გამოიყვანს გარეთ თვალების დასათხრელად.

ხალხი ამას არ აპატიებს, შიმშილია, განვითარება შეწყვიტა ქვეყანამ, ეკონომიკური განვითარება, მაჩანჩალად გვიცნობენ, ხალხი შიმშილობს, პენსიონერები სულს ღაფავენ. მე რად მინდა გამოკვლევა, მთელი ზაფხული არ ჩამიმუხლავს, თუ იმ 19 დღეს არ ჩავთვლით, როცა კოვიდი მქონდა, ხალხის დიდი რაოდენობა მივა არჩევნებზე; მერწმუნეთ, ზუსტად ვიცი, დავდივარ მთელი ზაფხული ჩაუმუხლავად“, – აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close