Sliderსაზოგადოება

უბრალოდ, ფაქტია, ბიძინა ივანიშვილმა 600 მილიონი შეინახა ბანკში, რომელსაც 30 წელია ქურდების, ბანდიტების, ბარიგებისა და მკვლელების ბანკად იცნობენ – ლევან ლორთქიფანიძე

2007 წლიდან დღემდე "კრედიტ სუისს" სრულ უნდობლობას უცხადებენ და მწვავედ უპირისპირდებიან გარემოსდაცვითი ორგანიზაციები, რადგან ბანკი ათწლეულებია მონდომებით აფინანსებს ტროპიკული ტყეების მასობრივ გაჩეხვას, დაცული ტერიტორიების განადგურების ხარჯზე მომუშავე პროექტებს, კლიმატის მიმართ ნაკლებად ნეიტრალურ ინიციატივებს. 2010-იანი წლების დასაწყისში "კრედიტ სუისი" და მოზამბიკის კორუმპირებული ხელისუფლება სამხრეთ-დასავლეთ აფრიკაში მეთევზეობის განვითარებისთვის გამოყოფილ მრავალმილიონიან კრედიტის ნაწილს იპარავდნენ, საბოლოოდ ბანკს 475 მილიონიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა. საერთოდ, დასავლური მედია ძალიან ბევრ შემთხვევას აღწერს, როდესაც ბანკის თანამშრომლები სპეკულაციებსა და გარიგებებში მონაწილეობენ, შედეგად კი გაუბედურებულ ხალხებს კიდევ უფრო მეტად აღარიბებენ და თავიანთ ჯიბეებს ისქელებენ.

ლევან ლორთქიფანიძე ფეისბუქზე წერს:
“ამბობენ, რომ შვეიცარიული ბანკი “კრედიტ სუისი” ერთ დროს ქვეყნის ეროვნულ სიამაყედ მიიჩნეოდაო; ახლა კი ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირებით თავსაც ირცხვენს და ვილჰელმ ტელის იდეალებსაც ლაფში სვრისო.
ნეტავ შვეიცარიის ისტორიის რომელ ეტაპს გულისხმობენ? როდის იყო შვეიცარიული დემოკრატიის ნაციონალური სიმბოლო “კრედიტ სუისი”?
მე არ ვიცი, 1870-იან წლებში რა რეპუტაცია ჰქონდა ამ ბანკს, მაგრამ დღეს რამდენიმე გერმანულენოვან გამოცემაში ცალი თვალით ჩახედვაც კი საკმარისია ერთი მარტივი ამბის დასადგენად – უკანასკნელი 30 წელია ბანკი მუდმივ სკანდალებშია გახვეული.
მაგალითად:
1997 წელს ბანკმა საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ სპეციალური ფონდი დააარსა ჰოლოკოსტის მსხვერპლთათვის კომპენსაციების შესაგროვებლად, რადგან წლების განმავლობაში “კრედიტ სუისის” საცავები ნაციონალ-სოციალისტების მიერ ებრაელთაგან ამოღებული, ებრაელებისგან მოპარული კაპიტალით იყო გამოვსებული.
2007 წლიდან დღემდე “კრედიტ სუისს” სრულ უნდობლობას უცხადებენ და მწვავედ უპირისპირდებიან გარემოსდაცვითი ორგანიზაციები, რადგან ბანკი ათწლეულებია მონდომებით აფინანსებს ტროპიკული ტყეების მასობრივ გაჩეხვას, დაცული ტერიტორიების განადგურების ხარჯზე მომუშავე პროექტებს, კლიმატის მიმართ ნაკლებად ნეიტრალურ ინიციატივებს.
2010-იანი წლების დასაწყისში “კრედიტ სუისი” და მოზამბიკის კორუმპირებული ხელისუფლება სამხრეთ-დასავლეთ აფრიკაში მეთევზეობის განვითარებისთვის გამოყოფილ მრავალმილიონიან კრედიტის ნაწილს იპარავდნენ, საბოლოოდ ბანკს 475 მილიონიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა. საერთოდ, დასავლური მედია ძალიან ბევრ შემთხვევას აღწერს, როდესაც ბანკის თანამშრომლები სპეკულაციებსა და გარიგებებში მონაწილეობენ, შედეგად კი გაუბედურებულ ხალხებს კიდევ უფრო მეტად აღარიბებენ და თავიანთ ჯიბეებს ისქელებენ.
“Süddeutsche Zeitung”-ში ასეთი ციტატაც კი ამოვიკითხე: “სიდიდით მეორე შვეიცარიული ბანკი – “კრედიტ სუისი” მრავალი წლის განმავლობაში თავის პატივსაცემ კლიენტებად აღიარებდა ავტოკრატ ლიდერებს, სავარაუდო სამხედრო დამნაშავეებს, ნარკოდილერებსა და სხვა კრიმინალებს”.
დარწმუნებული ვარ, რომ თავისი პოლიტიკური გავლენისა და რეპუტაციის გამო რიგი ძალები ნამდვილად ავიწროვებენ ბ-ნ ივანიშვილს. შეიძლება ულტრაკონსერვატიული გლობალური მოთამაშეები მის ომში ჩათრევასაც ცდილობენ.
უბრალოდ, ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი 600 მილიონი შეინახა ბანკში, რომელსაც 30 წელია ქურდების, ბანდიტების, ბარიგებისა და მკვლელების ბანკად იცნობენ; რომელიც ნაცისტების ნაქურდალს ინახავდა და მსოფლიოს ტყეების განადგურებას აფინანსებდა; რომელიც “მესამე სამყაროს” ძარცვავდა! ამასთანავე, წლებია ამ ბანკის მენეჯერებს კორუფციაში, სხვადასხვა ტიპის მაქინაციებში ამხელენ და არ ენდობიან.
ასეთია “კრედიტ სუისის” რეპუტაცია. “კრედიტ სუისი” ნამდვილად არ არის მასონების ზეწოლით მოულოდნელად შებილწული ეროვნული სიამაყე.
სიმართლე ითქვას ბოლომდე!”
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close