ეკონომიკა

„ტოიოტა ცენტრი თბილისში“ მოთხოვნადი ავტონაწილების შეძენა-შეცვლაზე საზაფხულო აქცია მოქმედებს

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ განმარტავენ, ავტომობილის ტექნიკური გამართულობისთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა ტოიოტას ორიგინალი ავტონაწილებითა და ოფიციალური ავტორიზებული სერვისცენტრის მომსახურებით ისარგებლოს.

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“, 31 აგვისტოს ჩათვლით, სპეციალური საზაფხულო აქციის ფარგლებში, მომხმარებელს ტოიოტას ორიგინალი წარმოების ყველაზე მოთხოვნადი ავტონაწილების შეძენას 15%-იანი ფასდაკლებით სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას “ტოიოტ ცენტრი თბილისის”  მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, , ფასდაკლება შეეხება ისეთ მოთხოვნად ორიგინალ ავტონაწილებს, როგორიცაა: სამუხრუჭე დისკები და სამუხრუჭე ხუნდები, ძრავის ზეთი და ზეთის ფილტრები, ძრავისა და სალონის ჰაერის ფილტრები, აკუმულატორები, ასევე, ნათურები, საქარე მინის მწმენდები და საწმენდი სითხეები. მაგალითად, საზაფხულო აქციის ფარგლებში, ძრავაში ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეცვლას Toyota C-HR-ის მძღოლები 135 ლარად შეძლებენ, Toyota PRADO-ს შემთხვევაში კი – 180 ლარად. სპეციალური ფასია დაწესებული ხუნდების შეძენა-შეცვლის მომსახურებაზეც, მათ შორის, Toyota LAND CRUISER 200-ის წინა ხუნდებზე – 300 ლარი, ხოლო უკანა ხუნდებზე – 200 ლარი; Toyota FJ CRUISER-ის, Toyota 4RUNNER-ის და LAND CRUISER PRADO-ს წინა ხუნდებზე სპეცფასი 270 ლარია, ხოლო უკანა ხუნდებზე – 190 ლარი.

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ განმარტავენ, ავტომობილის ტექნიკური გამართულობისთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა ტოიოტას ორიგინალი ავტონაწილებითა და ოფიციალური ავტორიზებული სერვისცენტრის მომსახურებით ისარგებლოს. „ტოიოტა ცენტრ თბილისში“, საზაფხულო აქციის ფარგლებში შეთავაზებული სათადარიგო ავტონაწილები, სითხეები თუ აქსესუარები გარანტირებულად ორიგინალი წარმოების და უმაღლესი ხარისხისაა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ცენტრში მისულ მომხმარებელს მომსახურებას უწევენ „ტოიოტას“ მიერ სერთიფიცირებული და მრავალჯერ გადამზადებული პროფესიონალი ტექნიკოსები, რომლებიც ავტომობილს უმოკლეს დროში განაახლებენ, ხოლო სერვისზე წინასწარ ჩაწერის შემთხვევაში, მომხმარებელი მომსახურებას ლოდინის გარეშე მიიღებს.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ინფორმაციით, მომხმარებელს, რომელსაც სპეციალური საზაფხულო აქციით სარგებლობა სურს, შეუძლია წინასწარ დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 და ჩაეწეროს სერვისის მისაღებად, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116;  www.toyota-tbilisi.com

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button