ეკონომიკა

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლაზე სპეციალურ ფასს აწესებს

„ტოიოტა ცენტრმა თბილისმა“ ფიზიკური პირებისთვის საშემოდგომო შეთავაზება აამოქმედა, რომლის ფარგლებშიც, „ტოიოტას“ გარკვეული მოდელებისთვის ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლას მომხმარებელი სპეციალურ ფასად შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ცნობით, საშემოდგომო შეთავაზება „ტოიოტას“ 5 მოდელზე ვრცელდება: C-HR, Prius, Camry, Corolla და RAV4. აღნიშნული მოდელებისთვის ძრავაში ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლის სრული მომსახურება 150 ლარით განისაზღვრება.

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“, ტექნიკური მომსახურების ლოდინის გარეშე მისაღებად, მომხმარებელს სერვისზე წინასწარ ჩაწერას ურჩევს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ძრავის ძველი ზეთისა და ფილტრის ორიგინალი ვერსიებით დროული ჩანაცვლება ავტომობილის უსაფრთხო, ეკონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს და მის საესპლუატაციო ვადასაც ახანგრძლივებს. როგორც წესი, ნებისმიერი სათადარიგო ავტონაწილი, სითხე და აქსესუარი, რომელსაც მომხმარებელი „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ შეიძენს, გარანტირებულად უმაღლესი ხარისხის და ორიგინალი წარმოებისაა.

მომხმარებელი, რომელიც საშემოდგომო შეთავაზებით სარგებლობას აპირებს, შეუძლია დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022, წინასწარ ჩაეწეროს სერვისის მისაღებად, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116;  www.toyota-tbilisi.com

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close