საზოგადოება

“ტვ პირველი” თეა წულუკიანის წინააღმდეგ განცხადებით ნინო ლომჯარიას მიმართავს

რატომ არ დაუშვეს "მთავარი" და "ტვ პირველი" კულტურის სამინისტროში ბრიფინგზე?

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, მინისტრ თეა წულუკიანის ბრიფინგზე ჟურნალისტები არ დაუშვეს, – ამის შესახებ ტვ პირველი იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ბრიფინგზე 5 ტელევიზიას მისცეს დასწრების უფლება. “ტვ პირველის” და “მთავარის” ჟურნალისტებს კი  დაცვამ უარი უთხრა და შენობაში არ შეუშვა.

“მინისტრ წულუკიანს, სავარაუდოდ ჰგონია, რომ კულტურის სამინისტრო მისი საკარმიდამო მიწის ნაკვეთია – არა, ის არის საჯარო სივრცე, სადაც ჟურნალისტებისთვის ღონისძიებაზე უნდა იყოს შეუზღუდავი დაშვება უზრუნველყოფილი. დღეს მან გამოყარა კრიტიკული მედიის წარმომადგენლები პრესკონფერენციიდან, რომელიც იყო ღია ღონისძიება და დაუშვა მხოლოდ სამთავრობო მედია. 

გვაქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ არ იყვნენ სამინისტროებში ღონისძიებებზე დაშვებულები, იმიტომ რომ ამით მინისტრებმა კრიტიკულ კითხვებს თავი აარიდონ. ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო 13 ნოემბერს სავარაუდოდ, მთავრობის ადმინისტრაციაში, ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახურთან, ნინო გიორგობიანთან გამართულ თათბირზე. თუ ასე არ იყო, გამოვიდეს და განმარტოს, მთავრობის ადმინისტრაციამ რას უკავშირებს და როგორ აფასებს მისი დაქვემდებარებული უწყების მიერ ჟურნალისტების ქუჩაში გამოყრას”- განაცხადა ნოდარ მელაძემ.

“ტვ პირველი” მომხდარის შესწავლას სახალხო დამცველს სთხოვს.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button