მსოფლიო

ტერორისტის რომელი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუხდა ზელენსკის მძევლების გასათავისუფლებლად?

უკრაინაში ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა მამაკაცმა ავტობუსში მძევლად აყვანილი მგზავრები გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც მისი მოთხოვნის შესაბამისად, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი მის მიერ შერჩეული ფილმის — „დედამიწელების“ (Earthlings) ყურება უკრაინის მოქალაქეებს Facebook-ში ურჩია, იტყობინება „გარდიანი“. ფილმი ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის შესახებაა.

„ფილმი „დედამიწელები“, 2005 წლის. ის ყველამ უნდა ნახოს“, — განაცხადა ზელენსკიმ Facebook-ით გავრცელებულ ვიდეოში. მას შემდეგ, რაც თავდამსხმელი დანებდა, ვიდეო წაშალეს, მის მაგივრად კი გაჩნდა პოსტი, სადაც მადლობას უხდიდნენ პოლიციელებს და ყველას, ვინც სიტუაციის სასიკეთოდ დასრულებაში მიიღო მონაწილეობა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close