საზოგადოება

„ტაქსებმა მეორე მანქანები იყიდეს, ისეთი ფასები გახდა“ – ირაკლი ლატარია ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნას ითხოვს

სოციალური ქსელის მომხმარებელი ირაკლი ლატარია მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელიც თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვების პირველ მარტამდე გახანგძლივებას ეხება, ასე ეხმიანება:

„ტრანსპორტის არ აღდგენა, თან მარტამდე, ძალიან კატასტროფაა!!! დაამატეთ ავტობუსები და აღადგინეთ, იცით როგორ უჭირს ხალხს სიარული? აი ვერ აგიხსნით რა დღეში არიან!!!
ყველანაირ ლოგიკაში გამოგყვებით ყოველთვის, ყველანაირ მიდგომაში, ჩემზე უკეთ ცოტა ვინმეს თუ ესმოდეს ახლანდელი მდგომარეობა, მაგრამ ტრანსპორტის არ ამოქმედება უმძიმეს შედეგად მიმაჩნია. იქნებ გადახედოთ გადაწყვეტილებას და 1 თებერვლიდან აამოქმედოთ, გთხოოვთ!!!
მე პირადად სულ არ მეხება, მაგრამ ჩემს ირგვლივ რასაც ვუყურებ ძალიან მძიმე სურათია და სიარულის საშუალება მივცეთ ხალხს, მაქსიმალური კონტროლი, თუ გინდათ ჯარიმებიც გაზარდეთ, მაგრამ დაუშვით რამე – რითაც ხალხმა შეძლოს სიარული. ტაქსებმა მეორე მანქანები იყიდეს ამ პერიოდში ისეთი ფასები გახდა“ – წერს ირაკლი ლატარია.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close