პოლიტიკა

„სულ ეგ ნაყარ- ნუყარი არარაობები იყავით და იმ, ჩემი ცოდვით სავსე, სააკაშვილმა გამოგაწყოთ პოლიტიკის “ შარვალ- კასტუმებში“ – ვის მიმართავს მაია ნადირაძე?

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი მაია ნადირაძე სოციალური ქსელის საშუალებით ოპოზიციას მიმართავს.

„ვოე, ქართული პოლიტიკის ტაკიმასხარებო, ელისაშვილ-მეტრეველ-ზურაბიშვილ-ლელო-გირჩი-ვაშაძეებო და ვინც ხართ კიდევ მაგ უგვანოთა სასტავში, რა უზნეობის კამპოტში ბანაობთ, ხვდებით?! დევნილია ის კაცი, დევნილი!

საერთოდ აზრზე ვერ მოდიხართ, რას ნიშნავს ეს ხომ? შიშმა კი იცის რამსების არევა, მაგრამ ასე?! გუშინ რომ მსოფლიო პოლიტიკას სხლავდით და ნავალნის ვაჟკაცობით იყავით აღფრთოვანებული, ეგ ცოდნა და “ზნეობრივი კრიტერიუმი” დღეს შვებულებაში გაუშვით?!

ახლა რომ ვიკითხო, ასე რამ დაგაძაბუნათ-თქო, ვიცრუებ. სულ ეგ ნაყარ- ნუყარი არარაობები იყავით და იმ, ჩემი ცოდვით სავსე, სააკაშვილმა გამოგაწყოთ პოლიტიკის “ შარვალ- კასტუმებში.

რაღაცა ცოტა თქვენც შეიფერეთ! რას გავხართ?! და თუ, რაც ზემოთ თქვენზე დავწერე, სიმართლე არ არის, უბადრუკები კი არა, პოლიტიკის კორიფეები ხართ, რა გაღელვებთ, რას აფრქვევთ ზიზღს, უვიცობას, უმადურობას უკბილო ხუმრობების ფორმით?! აკი თქვენ ხართ მთავარი აქტორები?! მასოვკაში ვინ გიჟი იქნება, რას აქცევთ ყურადღებას?!

აქ გაიფიქრეთ, რომ თქვენ კი არა, ბიძინას ხროვას აფრთხობს! ნეტა რატომ?! ის “ჟანგიანი, შინაარს გამოცლილი” კაცი რანაირად შვება ამ ყველაფერს?! აქაც ვერ ატოკებთ რუხ ნივთიერებას, ხო?! ვაი, თქვენს პატრონს!

P.S. აი, რომ მგონია ისე ვარ მიშაზე გაბრაზებული, ( ხიხოსტანის გამო) აღარ მომიბრუნდება გული, მაშინ გადმომიგდებენ ხოლმე სამაშველო რგოლს, ეს ტაკიმასხარები. და მარტო არა ვარ, ბევრია ჩემნაირი… ვისაც უსამართლობაზე ფასეულობების ინსტიქტი აქვს მიბმული“,- წერს მაია ნადირაძე.

„პრაიმტაიმი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close