სხვადასხვა

სტუდია Disney „პრინცესას დღიურების“ მესამე ნაწილზე მუშაობს

სტუდია Disney პოპულარული ფილმის „პრინცესას დღიურების“ მესამე ნაწილზე მუშაობს. ამის შესახებ Variety წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სიუჟეტის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ირკვევა, რომ ის ფრანშიზის პირველ ორ სურათში მოთხრობილ ამბავს გააგრძელებს და გამოგონილი სამეფოს – ჟენოვიას პრინცესა მიას მორიგ თავგადასავლებს გვიჩვენებს. პროექტის სცენარისტი ადრიტა მუქერჯია.

პირველ ორ ფილმში მიას როლის შემსრულებელს ენ ჰეთუეის პროექტში ჩართულობა ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია, თუმცა ის ყოველთვის გამოთქვამდა მზადყოფნას დაუბრუნდეს პრინცესას როლს.

მეგ კაბოტის რომანზე დაფუძნებული „პრინცესას დღიურები“ 2001 წელს გამოვიდა. ფილმის რეჟისორი გარი მარშალი იყო.

ტვ იმედი

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close