მსოფლიო

სომხეთის მთავრობამ აზერბაიჯანი მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში დაადანაშაულა

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეტაკებები გრძელდება. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური გვერდის თანახმად, აზერბაიჯანის არმიამ მთიანი ყარაბაღის მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბა.

ერევანში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ საარტილერიო იერიში მიიტანეს. დაშავებულების და ზარალის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

სოხმეთის ხელისუფლების ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში საარტილერიო ბრძოლები მიმდინარეობდა, გამთენიისას კი აზერბაიჯანის არმიამ შეტევა ჩრდილოეთის მიმართულებაზე განაახლა.

სომხეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, სომეხმა სამხედროებმა მოწინააღმდეგის კიდევ ერთი თვითმფრინავი, ჯავშანტექნიკა და 100-ზე მეტი ჯარისკაცი გაანადგურეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close