საზოგადოება

სინანულის დღის დაწესების იდეა სააკაშვილმა მოიწონა – მეუფე ნიკოლოზის ახალი ინიციატივა

ახალქალაის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი სინანულის დღის დაწესების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ სინოდის წევრმა “ტვ პირველის” გადაცემა “დღის ამბებში” განაცხადა.

მეუფის თქმით, ამის საუკეთესო მაგალითს საეკლესიო მიტევების დღეა, რომელიც დიდი მარხვის დაწყების წინ აღინიშნება.

ამასთან, სასულიერო პირმა თქვა, რომ მისი იდეის შესახებ მიხეილ სააკაშვილიც ინოფრმირებულია და ინიციატივას მხარს უჭერს.

მაღალმა სასულიერო იერარქმა გადაცემაში მეხსიერების ბარათი მიიტანა, სადაც პატრიარქის ქადაგებებია ასახული, რომელიც საზოგადოებას შენდობას სთხოვს.

მე პრეზიდენტსაც მივმართე ამ სიტყვით, მესამე პრეიზიდენტს, რომელიც დღეს არის საპყრობილეში, ყველაზე სწორი იქნება თუ თქვენ მოუწოდებთ ხალხს პატიებისკენ, ყველაზე სწორი იქნება თუ თვითონ დაიწყებთ თქვენი თავიდან. ძალიან მოეწონა ეს აზრი და მე ვუთხარი, რომ შევთავაზებ საზოგადოებას, რომ ეს დღე გამოცხადდეს სინანულის დღედ. სინანული ეს არის ახალი აღთქმის 7 საიდუმლეობიდან ერთ-ერთი. ორმაგი შინაარსი აქვს ამ სიტყვას, როცა ადამიანი თავის სინანულს გამოხატავს თავის საქციელის გამო, ხდება სული წმინდის მადლით შენდობა ადამიანის მიმართ და პირველ რიგში, ღმერთი აპატიებს ადამიანს. მეორე რგიში, თუ ეს სინანულის დღე დაწესდება, თუ ყველანი შევთანხმდებით საკუთარ შეცდომებს, არასრულყოფილებას თუ ვიტყვით, ნელ-ნელა მე ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში დამყარდება მშვიდობა, – თქვა სასულიერო პირმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close